გაგიკვირდება, რამდენად ბევრს სჯერა, რომ თანადამფუძნებელი სტარტაპის წამოწყებისთვის დიდად მნიშვნელოვანი არაა. როცა იდეა უკვე ხელში გიჭირავს, პირველი რაციონალური ნაბიჯი ამ იდეის განხორციელებისკენ მოძრაობაა. თუმცა, თუ გვერდით არ გყავს ადამიანი, რომელთან ერთადაც სტარტაპის ცხოვრებას გაიყოფ, სჯობს ჯერ ამ დეტალზე იზრუნო.
რისთვისაა საჭირო თანადამფუძნებელი
პირველი და ყველაზე მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, სამუშაოს განაწილებაა. სტარტაპი რომ მარტივი სამართავი არაა, ამაზე აღარ ვისაუბრებთ. თუმცა, ხაზს გავუსვამთ იმ ფაქტს, რომ სტარტაპის ზრდის ფორმულა მომხმარებლებზე ზრუნვასა და მათზე მორგებული პროდუქტის შექმნაში იმალება. აქედანვე ჩანს, რამდენად შრომატევადი და საეჭვოც კი შეიძლება იყოს მთლიანი ტვირთის ერთ ადამიანზე აკიდება.
ამას ემატება ემოციური მხარდაჭერაც. ყველას გვაქვს ისეთი დღეები, როცა უიმედობა მოგვიცავს და მუშაობის სურვილს გვინადგურებს. ან დღეები, როცა ზედმეტი თავდაჯერებულობა სულელური გადაწყვეტილებებისკენ გვიბიძგებს. აიღე შენთვის ასეთი დღეების სტანდარტული რაოდენობა. ჩათვალე, რომ სტარტაპის დაწყებისას ეს რიცხვი მინიმუმ გიორმაგდება. თანადამფუძნებლის გარეშე ასეთი პერიოდების გადალახვა იმაზე რთული იქნება, ვიდრე წარმოგიდგენია. როცა დრიუ ჰიუსტონი Y Combinator-ში Dropbox-ის იდეით მივიდა, უკან გამოუშვეს და უთხრეს, თანადამფუძნებელთან ერთად დაბრუნდიო. მართალია, ძიების პროცესში ის კვლავაც მუშაობდა თავის იდეაზე, თუმცა პარტნიორის პოვნამ კომპანიის წარმატება დიდწილად განაპირობა – და ეს მხოლოდ Y Combinator-ში მიღებით არ შემოიფარგლა.
კიდევ ერთი მიზეზი უნარ-ჩვევების კარგი განაწილებაა. ტექნიკურ დამფუძნებელს აუცილებლად სჭირდება ბიზნესში გათვითცნობიერებული პარტნიორი და – პირიქით. სტარტაპის გამართვა მრავალფეროვან უნარებს მოითხოვს და ერთი ადამიანისთვის ყველა ფუნქციის შეთავსება არც თუ ისე ოპტიმალურია. რა თქმა უნდა, გეყოლება გუნდის წევრები სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ მათ მენეჯმენტი სჭირდებათ, რაც შენი უპირველესი მოვალეობაა და დიდ პროფესიულ ცოდნასაც მოითხოვს.
როცა დიდ კომპანიებზე ვფიქრობთ, მათ, ძირითადად, ერთ დამფუძნებელთან ვაკავშირებთ ხოლმე. ეფლი, ფეისბუკი და მაიკროსოფთი სტივ ჯობსის, მარკ ზუკერბერგისა და ბილ გეითსის დამოუკიდებელ პროექტებად გვესახება. დაფიქრებულხარ იმაზე, რომ თითოეულ მათგანს ჰყავდა თანადამფუძნებელი, რომლებმაც საწყის სტადიაზე უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშეს კომპანიის განვითარებაში?
მგონი, საკმარისი მიზეზია დამფუძნებლის საპოვნელად. ახლა, იმაზე გადავიდეთ, თუ როგორ უნდა იპოვო ის ადამიანი, რომელთან ერთადაც 10 წელი იმუშავებდი. ჰო, საკითხი სწორედ ასე უნდა დააყენო.
როგორ უნდა იპოვო თანადამფუძნებელი
ყველაზე კარგი დრო თანადამფუძნებლის საპოვნელად იდეის დაბადებამდეა. თუ სტარტაპის შექმნაზე სერიოზულად ფიქრობ, იდეაზე ნერვიულობამდე ჯერ პარტნიორი უნდა მოძებნო. ამისათვის ყველაზე კარგი ადგილი უნივერსიტეტია, სადაც მეტნაკლებად სამუშაო გარემოში ეცნობი ხალხს და ზუსტად იმ ინფორმაციას იღებ მათ შესახებ, რაც კარგი თანადამფუძნებლის არჩევისთვის გჭირდება. თუ უკვე მორჩი სწავლას, გაიხსენე, ვისთან ერთად მუშაობდი ყველაზე კარგად. ვინ იყო წარმატებული და ვინ უდგებოდა პრობლემებს ისე, როგორი ხედვაც სტარტაპისთვისაა საჭირო. მეორე კარგი ადგილი სამსახურია, თუმცა ყოველთვის შეგიძლია სოციალური მედიის რელევანტურ ჯგუფებში გაწევრიანება და საინტერესო ხალხის გაცნობა.
კარგი იქნება, თუ პოტენციურ თანდამფუძნებელთან პირდაპირ გლობალური კომპანიის დაარსების შეთავაზებით არ მიხვალ. შესთავაზე მცირე ზომის პროექტზე ერთად მუშაობა. ამ პროცესში უკეთ გაეცნობი მის ხასიათს და შეძლებ ობიექტურად შეაფასო, რამდენად კარგად ეწყობით ერთმანეთს.
აქ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმია, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციო ყურადღება:
1. რამდენად კარგად უძლებს სტრესულ სიტუაციას და გეხმარება თუ არა შენც იგივეში
სტარტაპის ყველაზე დიდი გამოწვევა სტრესსთან გამკლავებაა, რომელიც არასდროს ტოვებს შენს ყოველდღიურობას. შენ და შენს თანადამფუძნებელს კრიტიკულ სიტუაციებში სწორად რეაგირების უნარი უნდა შეგწევდეთ, რაც ყველა სხვა უნარ-ჩვევაზე მნიშვნელოვანია.
2. რამდენად ეთავსება მისი კომპეტენცია შენსას
რა თქმა უნდა, ისეთი ბიზნეს პარტნიორი გჭირდება, რომელიც შენგან განსხვავებულ უნარებს ფლობს. მაგრამ, ძალიან ნუ დაწვრილმანდები. მაგალითად, თუ შენი იდეა მობილური აპლიკაციის შექმნაა, ისიც საკმარისია, ტექნიკური გამოცდილების მქონე ადამიანს დაუკავშირდე. აუცილებელი არაა მას კონკრეტულად მობილურ აპლიკაციებზე მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს. თუ თქვენი მოტივაცია და ინტერესები თანხვედრაშია, გზადაგზა ისწავლით იმას, რაც ჯერ არ იცით.
რაზე უნდა ილაპარაკო თანადამფუძნებელთან
ამ ორივე კრიტერიუმის შეფასება პატარა პროექტზე მუშაობით სავსებით შესაძლებელია. თანაც, შეგიძლია სხვადასხვა ადამიანთა ერთად სცადო ბედი და შემდეგ შეფასო, ვის ეწყობოდი ყველაზე უკეთ და რატომ. როცა ამ პროცესსაც გაივლი და მომავალ თანადამფუძნებელს სტარტაპზე მუშაობასაც შესთავაზებ, დროა, მასთან ერთად წინასწარ შეთანხმდე ორ ძირითად საკითხზე, სანამ ისინი პრობლემად იქცევა.
საქმის გადანაწილება
სტარტაპის საწყის სტადიაზე ყველას ყველა პროფესიის ქუდი ახურავს – ეს გარდაუვალი, მისაღები და გასაგებია. თუმცა, ქაოსმა მარტივად შეიძლება აგიყოლიოს. არსებობს ქაოსი, რომელიც ქმნის და ქაოსი, რომელიც ანგრევს.
იმისათვის, რომ პირველ ზონაში დარჩეთ, პასუხისმგებლობა ერთმანეთში უნდა გაინაწილოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, არა დეტალურად. სწორედ ამიტომ ვახსენეთ პასუხისმგებლობები და არა – კონკრეტული დავალებები. მაგალითად, შენ პასუხისმგებელი იქნები კლიენტებთან ურთიერთობასა და მარკეტინგულ აქტივობებზე, ის კი – პროდუქტის ტექნიკურ მხარეზე. ამ მიმართულებებში ორივემ შეიძლება აკეთოთ სხვადასხვა დავალებები, თუმცა რომელიმეში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებლობას იღებს ის, ვისაც წინასწარ დაეკისრება. შესაბამისად, ყველამ იცის, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, რათა ასეთი შეცდომები არ გაიპაროს.
ამასთან, უნდა შეიმუშავოთ ის საზომებიც, რომლებიც მიუთითებს, კარგად მიდის თუ არა ამა თუ იმ დეპარტამენტის აქტივობები. რა ითვლება წარმატებად და რა – წარუმატებლობად? წინასწარ შემუშავებული საზომები შეცდომების გაპარვის შანსებს საგრძნობლად შეამცირებს.
კონფლიქტის მოგვარება
კონფლიქტი სპონტანურია და ვერასდროს გათვლი წინასწარ, რამ შეიძლება გამოიწვიოს უთანხმოება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ კონფლიქტისთვის მომზადება შეუძლებელია. წინასწარ შეიმუშავეთ მოდელი, რომელსაც კონფლიქტის მოგვარებისას მიყვებით. გახსოვს საპასუხისმგებლო საქმეები, რომლებიც წინა პუნქტში გადაინაწილეთ? ნებისმიერ მათგანში კონფლიქტის მოგვარება სწორედ ამაზე პასუხისმგებელ პირს ევალება. ან, შეგიძლიათ ისეთ მარტივ მოდელსაც მიმართოთ, როგორიც მონეტის აგდებაა. არჩევანი თქვენზეა, მთავარია, წინასწარ, ცივ გონებაზე, შეთანხმდეთ კონფლიქტის გადაჭრის გზებზე.
რაც უფრო რაციონალურად მიუდგები სტარტაპის წამოწყების საკითხს, მით მეტ დაბრკოლებას აარიდებ თავს გზადაგზა – დაბრკოლებები კი, მრავლად შემოგხვდება. არასწორი გუნდი სტარტაპის ჩაფლავების მიზეზებს შორის მესამე ადგილს იკავებს, ამიტომ სჯობს, ამ საფეხურს შესაბამისი დრო და ყურადღება დაუთმო.
___
მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.
გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.
რატომაა თანადამფუძნებელი აუცილებელი და როგორ უნდა შეარჩიო ის
09 თებერვალი 2021გაგიკვირდება, რამდენად ბევრს სჯერა, რომ თანადამფუძნებელი სტარტაპის წამოწყებისთვის დიდად მნიშვნელოვანი არაა. როცა იდეა უკვე ხელში გიჭირავს, პირველი რაციონალური ნაბიჯი ამ იდეის განხორციელებისკენ მოძრაობაა. თუმცა, თუ გვერდით არ გყავს ადამიანი, რომელთან ერთადაც სტარტაპის ცხოვრებას გაიყოფ, სჯობს ჯერ ამ დეტალზე იზრუნო.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!