“ნებისმიერი საკმარისად მოწინავე ტექნოლოგია განურჩეველია მაგიისგან.” – არტურ კლარკი
ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები უსაზღვროა და არ არის გამორიცხული, ერთ დღეს მასზე კონტროლი ისე დავკარგოთ, როგორც ეს სოციალური ქსელების შემთხვევაში მოხდა. ზოგადად, სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ, თუ ადამიანები დროულად მივიღებთ ლოგიკურ და კრიტიკულ გადაწყვეტილებებს, ვერანაირად ვერ შეძლებს ჩვენ მიერ შექმნილი კომპიუტერული მექანიზმი, საფრთხე შეგვიქმნას.
ამ სტატიაში გაგაცნობ ყველა იმ პოტენციურ რისკს, რაც შეიძლება ხელოვნური ინტელექტის განვითარებას მოყვეს და გაგაცნობ სტარტაპებს, რომლებიც მათ თავიდან არიდებაზე მუშაობენ.
რამდენად საშიშია AI?
სამყაროში რაიმეს შიშს ძირითადად ინფორმაციის ნაკლებობა და შემდეგ ამ ინფორმაციის ნიადაგზე კონკრეტული ქმედებების არარსებობა ქმნის. ეს მიდგომა მოქმედებს ხელოვნურ ინტელექტზეც. თუ ადამიანი AI-ს თავის ნებაზე მიუშვებს და შესაძლებლობას მისცემს, უსაზღვროდ განვითარდეს, რა თქმა უნდა, ერთ დღეს შეიძლება მასზე კონტროლი დავკარგოთ. მაგრამ, თუ ჩვენ დასაწყისიდანვე ყურადღებით მოვეკიდებით მისი განვითარებისა და დახვეწის საკითხს, აუცილებლად ჩავახშობთ პოტენციურ რისკებს.
„მთავარი კითხვაა, თუ როდის შევამუშავებთ ხელოვნური ინტელექტის უფლებათა კანონპროექტს? რისგან იქნება ის შედგენილი? და ვინ გადაწყვეტს ამას?” – გრეი სკოტი
საფრთხეები არსებობს და მათი უგულებელყოფა ან ტექნოლოგიის მთლიანი უარყოფა პრობლემას ვერ გადაჭრის. საჭიროა სწორი და ადეკვატური ნაბიჯების გადადგმა, რომელიც კომფორტისა და უსაფროების მხარეთა დაბალანსებით მიიღება.
DeepFake
ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ვირუსული ხდება ვიდეოები, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილი პირები მათთვის უჩვეულო ქმედებას სჩადიან ან შეუფერებლად საუბრობენ. ამ მექანიზმს DeepFake-ის სახელი დაერქვა და მისი დახმარებით შესაძლებელი გახდა კონკრეტული ვიდეომასალის ისე გაყალბება, რომ მისი რეალურისგან გარჩევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
ერთ-ერთ ვიდეოში ილონ მასკი რუსული მუსიკალური ჯგუფის სოლისტია. ამ ვიდეოს გავრცელებისთანავე საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა დაიჯერა, რომ ეს ნამდვილად ილონ მასკი იყო. თუმცა, გარკვეული ხნის განმავლობაში, კრიტიკულად მოაზროვნე საზოგადოებამ შეძლო და აღმოფხვრა ინფორმაციული უზუსტობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გასართობი ვიდეო იყო, ხელოვნური ინტელექტის წყალობით შესაძლებელია შეიქმნას ყალბი ქსენოფობიური და რასისტული მოწოდებების შემცველი ვიდეო, რომელსაც, მაგალითად, პრეზიდენტი გააჟღერებს. ამ ყოველივეს კი მძიმე პოლიტიკური დაპირისპირება მოყვება.
დაუცველობა
სამყარო ისეთი სისწრაფით განაგრძობს განვითარებას, რომ უკვე მანქანის საჭესთან თვალის მოხუჭვაც შესაძლებელია. მძღოლი ისვენებს, AI - მართავს. Tesla უკვე დიდი ხანია აქტიურად მუშაობს ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მანქანებში. ეს იძლევა უებარ კომფორტს მგზავრებისთვის, თუმცა, ამავდროულად, ქმნის იმის საფრთხეს, რომ კომპიუტერმა დაუშვას შეცდომა და შექმნას საავარიო სიტუაცია.
თვითმართვადი მანქანების მთავარი მიზანი ყველა სახის გზაზე უსაფრთხოდ და თავისუფლად მოძრაობაა. დღევანდელი გარემო ნაკლებად ოპტიმიზირებულია ამისთვის. როდესაც საქმე ადამიანის უვნებლად გადაადგილებას ეხება, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ნებისმიერი ამინდი, მოულოდნელი საფრთხე, სხვადასხვა სირთულის გზები და ა.შ. დღესდღეისობით ამ ყოველი ფაქტორის გათვალისწინება რთულია, თუმცა მას განვითარების მყარი პერსპექტივა აქვს.
თვითმართვადი მანქანებიც ისეთივე კომპიუტერული სისტემაა, როგორც სხვა მოწყობილობები. შესაბამისად, მისი გატეხვის რისკი რეალურია. ის პერსპექტივა, რომ შეიძლება ჰაკერებმა გატეხონ სისტემა და მოიპარონ მძღოლის პირადი ინფორმაცია ან დისტანციურად მართონ ავტომანქანა, რეალურია. ამისთვის საჭიროა მკაცრი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის გატარება.
„Google-ი მუშაობს თვითმმართველ მანქანებზე და, როგორც ჩანს, წარმატებით მიიწევს წინ. ადამიანები იმდენად ცუდად მართავენ მანქანებს, რომ კომპიუტერს შეუძლია, ბევრად უკეთესი იყოს.” – მარკ ანდრესენი.
ბაზრის არასტაბილურობა
წარმოგიდგენიათ, რა საფრთხე შეიძლება მოუტანოს მსოფლიო ფინანსურ სისტემას დამოუკიდებელმა ალგორითმულმა მართვამ? ეს არის პროცესი, როდესაც კომპიუტერი წინასწარ გაწერილი დავალებების შერულების მიზნით კონკრეტულ ქმედებებს ახორციელებს. ამას მაღალი სიხშირის ალგორითმიული ვაჭრობა (HFT) ეწოდება. ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა, მასობრივი ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია შეასრულოს მინიმალური მოგების მიღების მიზნით. ამ სფეროში ემოციები და ინსტიქტები დიდ როლს თამაშობს, შესაბამისად ხელოვნური ინტელექტის ცივი გადაწყვეტილებით შესაძლებელია, ბაზრისთვის არასასურველი დინამიკა წარმოიშვას.
სავაჭრო ინდუსტრიაში აქციების დიდი რაოდენობით გაყიდვამ შესაძლოა, შეაშინოს სხვა ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები და უბიძგოს კრახისთვის განწირული გადაწყვეტილების მიღებისკენ. მათი ქმდება სხვას უბიძგებს და ასე გადაეცემა ჯაჭვურად. ეს საბოლოოდ დიდ ფინანსურ დარღვევასა და ქაოსს გამოიწვევს.
მაგალითად, 2010 წელს, ლონდონში, ერთ-ერთმა ტრეიდერმა HFT კომპიუტერის საშუალებით დოუ ჯოონსის აქციების მასობრივი ვარდნა ივარაუდა. ეს შეამჩნიეს სხვა კომპიუტერებმა და ხალხმა აქტიურად დაიწყო აქციების გაყიდვა. ამ ზარალმა ჯამში 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა, თუმცა იგი მალევე გამოსწორდა.
იარაღის ავტომატიზაცია
საკმაოდ ბევრი კინოეკრანიზაცია არსებობს მომავლის შესახებ, სადაც ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს იარაღებს. ამ მიდგომით ადამიანი ნებისმიერი დაზიანებისგან დაცულია. თუმცა, არსებობს მეორე, სარისკო მხარე, რომლის თანამხადაც პროგრამამ შეიძლება, გადწყვიტოს საბრძოლო ტექნიკის დამოუკიდებლად კონტროლი და არაადეკვატური იერიში მიიტანოს სხვადასხვა ობიექტზე.
აშშ-ს მთავრობას დღემდე ვერ გადაუწყვიტავს, ანდოს თუ არა მნიშვნელოვანი სამხედრო აპარატურა ხელოვნურ ინტელექტს. ერთ მხარეს ადამიანთა სიცოცხლე, მეორე მხარეს კი კომპიუტერის პოტენციური უკონტროლობა დგას. მიუხედავად ამისა, სამხედრო ბიუჯეტიდან თითქმის 1 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოიყო ხელოვნურ ინტელექტსა და მანქანათმცოდნეობის ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა ლოჯისტიკა, დაზვერვის ანალიზი და იარაღი. ამ მიდგომით, პრიორიტეტი არამარტო დახვეწას, არამედ კონტროლის მკაცრი საზღვრების დახვეწასაც მიენიჭება.
როგორ ავირიდოთ AI საფრთხეები?
თანამედროვე კინემატოგრაფიამ და ფანტაზიის უშრეტმა წყარომ ხელოვნური ინტელექტის მიმართ სტერეოტიპული შიში წარმოშვა. დღეს უამრავ ფილმსა და სერიალს ვხვდებით, სადაც AI გაბატონებულია, მისი მართვა შეუძლებელი და სამყარო განწირულია. ეს ყველაფერი კარგი სანახაობისთვის იყო გამიზნული, თუმცა, ირიბად წარმოქმნა შიშის დიდი მასა, რის გამოც საზოგადოების დიდ ნაწილს დღეს არასწორი წარმოდგენა აქვს ხელოვნურ ინტელექტზე და მას რადიკალური სკეპტიციზმით შეჰყურებს.
სამყაროში ყველაფერი ზომიერებას მოითხოვს. არც გადაჭარბებული ვარგა და არც ნაკლები. ეს ლოგიკა მოქმედებს ხელოვნურ ინტელექტზეც. თუ დროულად მოხდება მისი შესაძლებლობების დაბალანსება, ის იქნება ადამიანის საუკეთესო ციფრული მეგობარი, რომელიც დაეხმარება მეტი კომფორტის შექმნასა და სწრაფ განვითარებაში. იმისათვის, რომ ადეკვატური გარანტიები მივიღოთ, საჭიროა სპეციფიკური ტესტირების პროტოკოლების შედგენა და კიბერუსაფრთხოების დონის გაზრდა. ამისთვის მეტი AI ექსპერტია საჭირო და თითოეული ინდუსტრია ინდივიდუალურად საჭიროებს ამ ყოველივეს რეგულირებას.
ინოვაციური AI სტარტაპები
მაშინ, როდესაც გიგანტი კომპანიები სტანდარტულად აგრძელებენ თავიანთი ხელოვნური ინტელექტის განვითარებას, ყოველდღიურად იქმნება უამრავი ინოვაციური და პერსპექტიული სტარტაპი, რომლებიც აუცილებად შეცვლიან მსოფლიოს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას.
SenseTime
SenseTime არის AI ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მუშაობს კომპიუტერული ხედვის სფეროში. ის ქმნის უამრავ პროდუქტსა და მომსახურებას, მათ შორის სახის ამომცნობ და ბიომეტრიულ სისტემებს, რობოტის სენსორებსა და ავტონომიურ მართვას ფინანსურ სერვისებში, უსაფრთხოებაში, ჭკვიან ქალაქებში, კულტურაში, გართობაში, განათლებასა და რეკლამაში. სტარტაპის დახმარებით ციფრული სამყარო თაღლითებისგან და ყალბი ინფორმაციებისგან მეტად დაცულია.
ჩინურმა სტარტაპმა ამ დროისთვის ჯამში 3.3 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო და წინ დიდი ნაბიჯებით მიიწევს. 2015 წლიდან კომპანია ყოველწლიურად ახერხებს სხვადასხვა საერთაშორისო აღიარებისა და ჯილდოს მოპოვებას.
მათი ფილიალები უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია: ჰონგ კონგი,ჩინეთი, ტაივანი, მაკაო, იაპონია, სინგაპური, საუდის არაბეთი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, მალაიზია, სამხრეთ კორეა და ა.შ.
Nuro
Nuro არის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ავტონომიური მიწოდების მანქანების განვითარებაში. ის კომერციალიზაციას უწევს ელექტრო თვითმართვადი მიწოდების მანქანას, რომელიც შექმნილია ისეთი საქონლის გადასაზიდად, როგორიცაა საკვები, სასურსათო ჩანთები და სხვა. Nuro თანამშრომლობს საცალო კომპანიებთან და რესტორნების ქსელებთან, რათა შემოგთავაზოთ უფრო უსაფრთხო, სუფთა და იაფი მიწოდების შესაძლებლობები.
სტარტაპი ამერიკის მასშტაბით პირველია, რომელმაც ტრანსპორტის დეპარტამენტისა და საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისგან მიიღო გადაადგილების ნებართვა. ამგვარად, ავტონომიური ავტოტრანსპორტი თავისუფლად ემსახურება კალიფორნიის, ტექსასისა და არიზონას მოსახლეობას.
2016 წელს დაარსებულმა ამერიკულმა კომპანიამ ამ დროისთვის 1 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. ამ თანხებით სტარტააპი პირველ რიგში გეგმავს სერვისის მასშტაბების გაზრდას.
MiningLamp
MiningLamp-ი უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის პლატფორმებს AI პროდუქტებითა და სერვისებით. კომპანიის გავრცელების არეალი ყოველდღიურად იზრდება და ის ამ ეტაპზე ურთიერთობს სხვადასხვა ინდუსტრიასთან, მათ შორის უსაფრთხოების, ჭკვიანი ქალაქის, წარმოების, ბიზნეს დაზვერვის და მარკეტინგის ჩათვლით. სტარტაპი ორგანიზაციებს ეხმარება ცოდნის გრაფიკების შემუშავებაში. MiningLamp-ის ხელოვნური ინტელექტით შესაძლებელია შიდაორგანიზაციული კვლევების წარმოება. ის აკეთებს თანამშრომელთა ანალიზს და იძლევა რჩევებს სწორი განვითრებისა და რესურსის ადეკვატურად ინვესტირების შესახებ. ამით კომპანიას უადვილდება მენეჯმენტი და სწორი პოლიტიკით უფრო ჩქარა ვითარდება.
კომპანიის ინოვაციურობის მთავარი გასაღები კომბინირებულ მიდგომებში იმალება. ისინი აერთიენებენ ადამიანის, ხელოვნურ და ორგანიზაციულ ინტელექტს, ამით კი წერენ ახალ ისტორიას ტექნოლოგიურ სამყაროში.
ბეიჯინგში დაარსებულმა სტარტაპმა 2014 წელს აიღო ხელოვნური ინტელექტის სადავეები ხელში და მას შემდეგ მოსახლეობასა და კომპანიაებს ძალიან უმარტივებს ყოველდღიურ ცხოვრებას. კომპანიამ ამ დროისთვის 786 მილიონი დოლარი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო.
___
მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.
გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.
ხელოვნური ინტელექტის საფრთხეები და სტარტაპები, რომლებიც მათ თავიდან არიდებას ცდილობენ
14 დეკემბერი 2021“ნებისმიერი საკმარისად მოწინავე ტექნოლოგია განურჩეველია მაგიისგან.” – არტურ კლარკი

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!