ლურჯი ვერსია

უკრაინელები დიდ სტარტაპებში

20 მაისი 2022

ჩვენი არსებობის მანძილზე უკრაინა და უკრაინელები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში უამრავჯერ მოხვედრილა. განსაკუთრებით ბოლო დროს, სადაც ისინი საოცარ სიმამაცეს ავლენენ რუსული ბოროტების წინააღმდეგ. უკრაინას იცნობენ როგორც შევჩენკოს, მილა კუნისისა და მილა იოვოვიჩის სამშობლოს.

სპორტისა და სამსახიობო სფეროს გარდა უკრაინელებს ტექნოლოგიურ მეწარმეობაშიც ძალიან დიდი წარმატებისთვის აქვთ მიღწეული. მაგალითად, Whatsapp, SaaS,Grammarly, Gitlab და კიდევ უამრავი სხვა. თითოეულ მათგანს უკრაინული ფესვები აქვს.

ამ სტატიაში გიამბობ მსოფლიოში ცნობილი უკრაინული სტარტაპების შესახებ, რომლებზეც შეიძლება არც კი იცოდი, რომ უკრაინულია და გაგაცნობ მსოფლიო დონის უკრაინელ ანტრეპრენერებსა და ტექნიკურ გურუებს.


უკრაინული სტარტაპები

უკრაინული IT ეკოსისტემა მეტად მრავალფეროვანი და განვითარებულია. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული დეველოპერების ნაწილი ადრეული ასაკიდან სხვა ქვეყანაში მოღვაწეობს, ისინი საკუთარ შემოქმედებას მაინც უკრაინული სახელით აცნობენ მსოფლიოს. დღესდღეობით ყოველდღიურად იქმნება სასარგებლო სტარტაპები, რომლებიც მალე მსოფლიოს შეცვლიან, თუმცა, მანამდე გაეცანით იმ უკრაინულ კომპანიებს, რომლებიც უკვე ცვლიან სამყაროს.


Grammarly

ალბათ ყველას ერთხელ მაინც გამოგვიყენებია Grammarly. მისი დახმარებით შესაძლებელია გრამატიკული შეცდომების შესწორება მომენტალურად. დღესდღეობით მას 30 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს წერის გასაუმჯობესებლად. უმეტესობას წარმოდგენაც არ აქვს, რომ ამ სტარტაპის ისტორია უკრაინიდან იწყება. Grammarly-ის უფასო ვერსია, რომელიც დღესაც ხელმისაწვდომია, ამოქმედდა 2015 წელს. კონკურენტი პროექტებისგან განსხვავებით, რომლებიც ორიენტირებულნი იყვნენ მართლწერასა და გრამატიკაზე, Grammarly მიზნად ისახავდა სტილისტური ანალიზისა და ადეკვატური სიტყვების არჩევის რეკომენდირებას.

მას შემდეგ, რაც Grammarly-მ ვენჩერული კაპიტალისტებისგან 400 მილიონი აშშ დოლარის გრანტი მოიპოვა, კომპანია მასიურად გაფართოვდა. Grammarly-ში ახლა 240 ადამიანია დასაქმებული და მათი პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომია ბრაუზერში Extensions, ვებ რედაქტორის ხელსაწყოსა და მობილური აპლიკაციის საშუშუალებით.


Preply

Preply აკავშირებს მასწავლებლებს სტუდენტებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი დახმარებით მასწავლებლებს საშუალება აქვს შექმნან საგაკვეთილო გეგმები და შეიმუშაონ ინდივიდუალური სამუსაო გრაფიკი. ამავდროულად სტუდენტბს აქვთ წვდომა ინტერაქტიულ სასწავლო ინსტრუმენტებზე, რაც მათ საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ პროგრესს.

პლატფორმა 2013 წელს ჩამოყალიბდა და 2015 წელს უკვე 3000 დამრიგებელი ჰყავდა, რომლებსაც 15 თანამშრომელი მართავდა. 2018 წლისთვის ისინი გადაიქცნენ 120 თანამშრომლისგან შემდგარ გუნდად, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 100 000-ზე მეტ დამრიგებელზე. 2021 წელს მოპოვებული 35 მილიონი აშშ დოლარის გრანტის გამო კომპანია ძალიან მალე კიდევ გაიზრდება.


Gitlab

უნიკალური და მზარდად განვითარებადი DevOps პლატფორმა GitLab 2012 წელს დიმიტრი ზაპოროჟეცმა და ვალერი სიზოვმა დააარსეს. სტარტაპი განკუთვნილია დეველოპერებისთვის, სადაც ისინი პროექტის მენეჯმენტს ძალიან მარტივად ახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს აქვთ წვდომა პროგრამული უზრუნველყოფის უფასო საბაზისო ვერსიაზე, პრემიუმ გამოწერები მილიონობით გაიზარდა. უკრაინული სტარტაპი ამჟამად 4,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.


Delfast

2014 წელს ბაზარზე Delfast-ის ეკოლოგიურად სუფთა ელექტრო ველოსიპედი გამოჩნდა, რომლის შესაქმნელად მოწვეული იყო რამდენიმე საუკეთესო ინჟინერი მსოფლიოდან. ველოსიპედი გინესის რეკორდებში შევიდა, რადგან მან, როგორც ელექტრო ველოსიპედმა, ერთი დამუხტვით ყველაზე დიდი მანძილის დაფარვა მოახერხა. გარდა ამისა, ეს არის მე-3 ყველაზე სწრაფი ელექტრო ველოსიპედი მსოფლიოში და ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი თავის კლასში.


People.AI

People.AI არის ხელოვნური ინტელექტზე დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც ორიენტირებულია საწარმოს სერვისებზე. მათი გაყიდვის წერტილი აერთიანებს AI ტექნოლოგიის ძალას და პერსონალიზებულ გადაწყვეტილებებს მონაცემთა მენეჯმენტში. შედეგი არის პლატფორმა, რომელიც აძლიერებს ბიზნეს ლიდერებს, ეხმარება მათ გუნდების მართვაში და დიდი გუნდებისთვის სამუშაო ნაკადის მართვაში.

People.AI-მ ახლახან წარადგინა PeopleGlass აპლიკაცია, რომელიც ამარტივებს Salesforce-ის მენეჯმენტს საწარმოს დონეზე. გამყიდველებს შეუძლიათ ნაკლები დრო დაუთმონ ადმინისტრაციულ სამუშაოს და კონცენტრირდნენ შემოსავლების გაზრდაზე.


MacPaw

ყველას ერთხელ მაინც გამოგვიყენებია სმარტფონის გამწმენდი აპლიკაცია, რომელიც ხშირ შემთხვევაში კიდევ უფრო ანელებდა მას. ამ ტიპის აპლიკაციების საწყისი MacPaw-ის CleanMyMac იყო. სტარტაპმა 2008 წლიდან (Beta ვერსიის გამოშვებიდან) ძალიან დიდი გზა გაიარა, თუმცა, მისი სათაო ოფისი ჯერ კიდევ უკრაინაში მდებარეობს. CleanMyMac-მა ახლახანს მიაღწია 5 მილიონ მომხმარებელს მთელს მსოფლიოში. MacPaw-ის სხვა აპებმა, მათ შორის დაშიფრულმა მესენჯერმა და საარქივო ხელსაწყომა გახადა იგი Mac-ის ბაზარზე ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ.


Netpeak

Netpeak 2006 წელს დაარსდა ოდესაში, არტიომ ბოროდატიუკის, დიმიტრი პისკარევისა და ანდრეი ჩუმაჩენკოს მიერ. 3000-ზე მეტი წარმატებული პროექტით, Netpeak არის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ციფრული მარკეტინგის ფირმა. ფირმის მიღწევებმა PPC, SEO და SMM მენეჯმენტში მოიპოვა 24 ინდუსტრიული ჯილდო . Netpeak-ის წარმატება დიდწილად განაპირობებულია ფასების სტრატეგიის ROI-ზე დაფუძნებულ მიდგომაზე, რომელიც მოგვიანებით იქნა მიღებული მისი კონკურენტების მიერ.


უკრაინელები, რომლებმაც შეცვალეს ტექნოლოგიური სამყარო

უკრაინაში 200.000-ზე მეტი IT დეველოპერია და მათი დიდი ნაწილი ძალიან წარმატებული. შეუძლებელია თითოეულ მათგანზე ვისაუბროთ, ამიტომ, მოგიყვებით რამდენიმე მათგანის შესახებ, რომლებმაც ძალიან დიდი როლი ითამაშეს მსოფლიო ტექნოლოგიური ატმოსფეროს განვითარებაში.


Jan Koum

იან კუმი უკრაინელი ანტრეპრენერია,რომელმაც დააფუძნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია Whatsapp და შემდეგ მიჰყიდა Facebook-ს 22 მილიარდ დოლარად 2014 წელს. მას არ მოსწონს, როდესაც ანტრეპრენერად მოიხსენიებენ, რადგან იანი თვლის, რომ სიტყვა მეწარმე იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ბიზნესს ფულის საშოვნელად ქმნიან.


Max Levchin

მაქსი მხოლოდ 16 წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტის დამთავრებიდან მალევე მან დააარსა კომპანია, რომელსაც პოტენციურად PayPal-ის მომავალი ჰქონდა, სადაც ის მუშაობდა ტექნიკურ დირექტორად. PayPal-ის ძირითადმა სამუშაო ჯგუფმა მაქსის მონაწილეობით შექმნა საზოგადოება PayPal Mafia, რომლებიც ემსახურებოდნენ კომპანიებს, როგორებიცაა: YouTube, LinkedIn, Tesla, SpaceX, Yelp და სხვა.

მაქსი თავისი კარიერის მანძილზე მუშაობდა Yelp-ის თავჯდომარედ. მან დაარსა Slide, რომელიც შემდგომ Google-მ იყიდა. ასევე ის იყო Yahoo!-ს დირექტორთა საბჭოს წევრე. დღეს მაქსის მთავარი აქცენტიa მისი FinTech კომპანია Affirm და HealthTech სტარტაპი Glow.


Vitaly M. Golomb

ვიტალი პატარა იყო, როდესაც მისმა ოჯახმა დატოვა უკრაინა. ისინი შემთხვევით დასახლდნენ სან-ფრანცისკოში. მისი კარიერის განმავლობაში ის ჩართული იყო ბიზნესის თითქმის ყველა სფეროში - დაწყებული საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობით, დამთავრებული ვენჩერულ კაპიტალისტად ჩამოყალიბებით. ის აქტიურად უწევს კომპანიებს კონსულტაციებს და ატარებს ლექციებს მეწარმეობისა და ტექნოლოგიების მიმართულებით.

ვიტალის ძალიან უყვარს მისი სამშობლო - უკრაინა და სწორედ ამიტომ ის უკრაინის ფინანსთა სამინისტროს კონსულტაციას უწევს და 2016 წლიადნ არის უკრაინის სარისკო კაპიტალისა და კერძო კაპიტალის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის შესახებ საუბრისას ვიტალიმ თქვა: ”ყველა საუკეთესო სტარტაპს სინამდვილეში არ აქვს არჩევანი, ისინი ერთ დღეს უნდა გადავიდნენ სილიკონ ველში, ლონდონში ან სხვა კაპიტალით მდიდარ ეკოსისტემებში”. ამის მიზეზად კი ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ინფრასტრუქტურის უქონლობას ასახელებს.


Kirill Bigai

კირილის გამოცდილება ტელეკომუნიკაციებისა და ბიზნესის მენეჯმენტს უკავშირდება. მან დააფუძნა სტარტაპი Preply 2012 წელს. ეს არის გლობალური ენის შემსწავლელი პლატფორმა, რომელიც ეხმარება სტუდენტებსა და მასწავლებლებს იპოვონ ერთმანეთი ონლაინ. პლატფორმას ამჟამად 40 ათასზე მეტი მასწავლებელი მოიხმარს.


Dmitriy Zaporozhets

დიმიტრიმ დააარსა GitLab, ღია DevOps პლატფორმა, რომელსაც მსოფლიოში მილიონობით დეველოპერი და სამუშაო ჯგუფები აქტიურად იყენებენ. დიმიტრი კოდს Ruby on Rails და PHP-ზე წერს. საინტერესოა, რომ GitLab-ის მთელი გუნდი დისტანციურად მუშაობს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის აღნიშნავს, რომ მისი თანადამფუძნებლის, Sytse Sijbrandij-ის გარეშე კომპანიას მომავალი არ ექნებოდა.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გიგი მეფარიშვილი

რეკომენდაციები

03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
27 აგვისტო

შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე

“არსებობს სულელური გამოთქმა, რომ ნასაში შეცდომა მიღებული არაა. შეცდომა  ჩვენთან მიღებულია. თუ შეცდომებს არ უშვებ, მაშინ საკმარისად ინოვაციური არ ხარ.”