ადრეულ ეტაპზე, მნიშვნელოვანია გაიგო რამდენად ღირებულია შენი იდეა და რამდენად რეალურია მისი განხორციელაბა. ამისათვის, საჭიროა იდეის ვალიდაციის კომპლექსური პროცესის გავლა. მხოლოდ ამის შემდეგ იწყება პროდუქტის შექმნის რთული გზა, რომელიც მუდმივად ახალი გამოწვევების გადალახვას გულისხმობს. სტარტაპების უმეტესობა ამ დროს ყრის ფარ-ხმალს. სწორედ ამიტომ, მედიალაბმა შექმნა აქსელერაციის ინდივიდუალური პროგრამა, კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სტარტაპებისთვის. პროგრამის მიზანია დაეხმაროს დამწყებ სტარტაპერებს იდეის დახვეწასა და პროდუქტის შექმნაში. აქსელერაციაში მონაწილე სტარტაპებს საშუალება ეძლევათ გამოიყენონ მედიალაბის სამუშაო სივრცე და თანამედროვე აღჭურვილობა.
პროგრამა ასევე გულისხმობს ინდივიდუალურ შეხვედრებს, მენტორობას, კონსულტაციებს შემდეგ საკითხებში: იდეის ვალიდაცია, პროტოტიპის შექმნა და დახვეწა, დაფინანსების მოპოვება და პირველი მომხმარებლის მოძიება. პროგრამაში ჩასართავად, გაიარეთ რეგისტრაცია.
სარეგისტრაციო ფორმა შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- სტარტაპ იდეის რელევანტურობა კომუნიკაციების სფეროსთან
- იდეის ინოვაციურობა
- იდეის გლობალური პოტენციალი