ლურჯი ვერსია

საერთო სამუშაო სივრცე

ინოვაციური იდეების მოფიქრებისა და განხცორციელებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია გარემო, სადაც საერთო ინტერესების მქონე ადამიანები შეძლებენ ერთმანეთის გაცნობას, დახმარებას და საერთო იდეის გარშემო გაერთიანებას.


ამ მიზნით მედიალაბმა შექმნა უფასო საერთო სამუშა სივრცე, ადგილი, სადაც ფრილანსერები და მცირე სტარტაპ გუნდები, მყუდრო, კომფორტულ გარემოში შეძლებენ მუშაობას, იდეების გაცვლას და ერთმანეთის დახმარებას. საერთო სამუშაო სივრცე აღჭურვილია თანამედროვე საოფისე აპარატურით, სწრაფი ინტერნეტით, იზოლირებული შეხვედრების ოთახით და სხვა მრავალი ინსტრუმენტით, რომელიც კომფორტულად მუშაობისთვის არის საჭირო.


სივრცის გამოყენება შეუძლიათ მედიალაბის სტარტაპებსა და ქომიუნითის წევრებს: იდეადრომელებს, მცირე სტარტაპ ჯგუფებს, ფრილანსერებს, პროგრამისტებს, დიზაინერებს, ხმის ინჟინრებს, ბლოგერებს და ყველას, ვისაც სურს დაეხმაროს სტარტაპებს პროდუქტის განვითარებაში.

სამუშაო სივრცის გამოყენება უფასოა მედიალაბის ქომიუნითის წევრებისთვის, ჩვენ მხოლოდ გვთხოვთ, დაეხმაროთ ერთმანეთს.



რეკომენდაციები

10 ივნისი

იდეადრომი

სტარტაპიდეების კონკურსი, სადაც ნებისმიერ ადამიანს − განურჩევლად პროფესიისა თუ ასაკისა − შეუძლია შეეჭიდოს გლობალურ პრობლემებს და მიიღოს სტარტაპერობის გამოცდილება.
13 დეკემბერი

აქსელერაცია

მედიალაბი გთავაზობთ აქსელერაციის ინდივიდუალურ პროგრამას, კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სტარტაპებისთვის...
15 ნოემბერი

საერთო სამუშაო სივრცე

მედიალაბის საერთო სამუშაო სივრცე არის, უფასო სამუშაო სივრცე, სპეციალურად შექმნილი სტარტაპებისა და ფრილანსერებისთვის...