ორი მეგობარი მყავს. ერთი ბრენდ დიზაინერია, მეორე, უბრალოდ, ხატავს. მათ გარშემო ვისაც კი რაიმე წამოუწყია – ახლობელს თუ წინა ცხოვრებაში გაცნობილს – ყველა რატომღაც ერთი და იგივე სტრატეგიას მიმართავს:
“აუ, პატარა ბიზნესს ვიწყებ და უცებ ერთ ლოგოს ვერ დამიხატავ?”
სამწუხაროდ, კარგი ლოგოები “უცებ” არ იხატება და ეს სტატია იმ დიზაინერ მეგობრებს ეძღვნება, ვინც ამის ახსნით დაიღალა.
როგორც დამწყებ სტარტაპერს, ლოგოს დიზაინში დიდი ინვესტიციის გაკეთება არ უნდა გიღირდეს. აქ განხილული გზები ერთდროულად ბიუჯეტურიცაა და დროის დაზოგვაზე ორიენტირებულიც. ესენია:
1. ლოგოს შემქმნელი საიტით სარგებლობა;
2. კონკურსის გამოცხადება;
3. დიზაინერის დაქირავება.
სანამ ლოგოს შექმნაზე გადავალთ
თავიდანვე კარგად უნდა გააცნობიერო, რომ ლოგო შენი ბრენდის სახეა. მიმზიდველობა და ესთეტიურობა მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია, თუმცა არა – უმთავრესი. პირველ რიგში, ლოგო შენი სტარტაპის მთავარ სათქმელს უნდა გადმოსცემდეს და სწორ მომხმარებლებს უმიზნებდეს. ამისათვის კი, ჯერ შენი სტარტაპის ღირებულებები უნდა ჩამოაყალიბო. შემდეგ თავადვე შეარჩიო ის ელემენტები (იქნება ეს ფერი, ფორმა, თუ ტონი), რომელიც ამ ღირებულებებს მკაფიოდ გადმოსცემს. ამაში ჩვენი სტატია დაგეხმარება. გირჩევ, სანამ ლოგოს შექმნაზე გადახვალ, ჯერ იქ მოცემული სავარჯიშოები შეასრულო.
1. ლოგოს შემქმნელი საიტით სარგებლობა
ტექნოლოგიური პროგრესის საჩუქრებს ბოლო არ უჩანს და ლოგოს შემქმნელი საიტიც ერთ-ერთი მათგანია.
თუ უკვე დაახლოებით წარმოგიდგენია, როგორ უნდა გამოიყურებოდეს შენი ლოგო ვიზუალურად, შეგიძლია თამამად მიმართო ქვემოთ მოცემული პლატფორმებიდან ერთ-ერთს და ყოველგვარი მესამე პირის გარეშე, მინიმალური დროისა და ფინანსების წყალობით, სასურველი ლოგო შექმნა. არანაირი მეგობრის შეწუხებები!
ლოგოს შემქმნელი საიტები
ამ პლატფორმის ინტერფეისი ძალიან გავს ილუსტრატორს. თუ ლოგოს შექმნისას სრულ თავისუფლებას ეძებ, logomakr-ი ამას აუცილებლად მოგცემს. ფასები ნულიდან 300$-მდე მერყეობს იმის მიხედვით, თუ რას ეძებ. დაბალი რეზოლუციის ლოგო შეგიძლია უფასოდაც გამოიწერო, თუმცა რჩევა იქნება, ბარემ ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე და ამ ვარიანტს არ დასჯერდე.
Logomaker-ი უფრო თანმიმდევრულ გამოცდილებას გვთავაზობს. ყველაფერი კომპანიის აღწერითა და სახელის მითითებით იწყება. შემდეგ კი თავს ამოყოფ შენს სტარტაპზე მორგებული ლოგოების ზღვაში, საიდანაც შეგიძლია სასურველი ამოარჩიო, დეტალები მოაკლო ან დაამატო, ფერი და ფონტი შეცვალო და ა.შ.
ეს ვარიანტი უფრო მიმზიდველი იქნება მათთვის, ვისაც ჯერ თავში ლოგოს არანაირი კონცეფცია არ უტრიალებს. გადასახადი 40$-დან იწყება, თუმცა აქვე შეგიძლია დაამატო ბიზნეს ბარათებისა და პლატფორმის დიზაინიც კი!
Designhill-იც ისევე მიყვება სამუშაო პროცესს, როგორც – logomaker-ი. მთავარი განსხავვება, რომელიც ერთი შეხედვითაც ჩანს, პლატფორმების ინტერფეისშია. ეს უკანასკნელი ბევრად დახვეწილად გამოიყურება, თუმცა არ ნიშნავს, რომ უკეთეს შედეგს მოგცემს. აჯობებს, თუ ორივეს გამოცდი და სადაც სასურველ დიზაინს მიაღწევ, საბოლოო ვარიანტსაც იმაზე შეაჩერებ.
რაც მთავარია, სამივე პლატფორმის შემთხვევაში ლოგოს დამუშავება უფასოა. ფულის გადახდა მხოლოდ შეძენისას გიწევს, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლია იმდენი ექსპერიმენტი ჩაატარო, რამდენიც მოგესურვება.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
აშკარაზე აშკარაა ლოგოს შემქმნელი საიტით სარგებლობის უპირატესობები: იაფიანი და სწრაფი საშუალება. თუმცა, წარმატებული შედეგის სამკუთხედს მესამე ხაზიც აქვს – ხარისხი.
ამ ვარიანტის ოპტიმალურობა იმის მიხედვით უნდა გადაწყვიტო, თუ რა სტადიაზეა შენი სტარტაპი და რამდენად კრეატიულ ბრენდინგზე გაქვს პრეტენზია. რა თქმა უნდა, ციფრული პლატფორმა ისეთ ვიზუალს ვერ მოგცემს, როგორსაც ტრენდებისთვის თვალყურის მადევარი და შენი სტარტაპის ღირებულებების გამზიარებელი დიზაინერი. სხვა სიტყვებით, ლოგოს შემქმნელის უპირატესობა მისი ფასი და სისწრაფეა, ნაკლოვანებაში კი კრეატივის სიმცირე შეგვიძლია მოვიაზროთ. ამასთან, ლოგოს გაშლა სჭირდება. სწორედ ეს დამატებითი საფეხურები ქმნის ბრენდს, რომელიც ვიზუალს სცდება და მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შენს მომხმარებლებთან ურთიერთობას.
ამ შედეგის მისაღწევად მომდევნო ორი ვარიანტი განვიხილოთ.
2. კონკურსის გამოცხადება
ქართულ ბაზარზე ეს მიდგომა არც თუ ისე გავრცელებულია, თუმცა საერთაშორისო პლატფორმები შესაძლებლობას გვაძლევენ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილისკენ მოვუხმოთ ჩვენთვის შესაფერის ადამიანებს კონკრეტულ პროექტზე სამუშაოდ. არც ლოგოს დიზაინია გამონაკლისი.
კონკურსის გამოცხადება შუალედური ვარიანტია ლოგოს შემქმნელ საიტსა და დიზაინერის აყვანას შორის. ამ დროს, ზოგავ დროსა და ფინანსებს, მაგრამ ამავდროულად რაღაც დოზით ინარჩუნებ ხარისხსაც. კონკურსის გამოცხადება მარტივი პროცესია. ამზადებ ე.წ. ბრიფს, სადაც დეტალურადაა გაწერილი შენი სტარტაპის საქმიანობა, მიზნები და ღირებულებები, სამიზნე აუდიტორია და მათთან კომუნიკაციის სასურველი ფორმა (სერიოზული გინდა გამოჩნდე, თუ მხიარული და ცანცარა?). აქვე ჩავამატებ, რომ ეს პროცესი შენი სტარტაპის ღირებულებების ჩამოყალიბებაშიც დაგეხმარება, რაც კიდევ ერთი ნიშანდობლივი უპირატესობაა ლოგოს შემქმნელთან შედარებით.
ბრიფი იგზავნება რამდენიმე დიზაინერთან და ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იწყებენ შენს ლოგოზე მუშაობას. პირველი სამუშაო ვერსიის ნახვის შემდეგ ირჩევ იმ დიზაინერს, რომელიც ყველაზე ახლოსაა შენთვის სასურველ ვარიანტთან, შემდეგ კი თავისუფლად შეგიძლია მისცე უკუკავშირი, შეაცვლევინო დეტალები და საბოლოოდ იმ ვარიანტზე შეაჩერო არჩევანი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენს გემოვნებას.
ამისათვის იდეალური პლატფორმაა 99designs.com. ლოგოს შექმნის გარდა, ისინი სხვა მიმართულებებზე მუშაობენ, მაგრამ მოდი, ამ სტატიაში ლოგოს გავყვეთ. შეგიძლია შეუკვეთო როგორც მხოლოდ ლოგო, ისევე ბრენდის გზამკვლევი, ბიზნეს ბარათები, პლატფორმის დიზაინი და სხვა. ფასები აქ შედარებით მაღალია და 300$-დან იწყება. გააჩნია, რამდენ და რა დონის დიზაინერებს მოუხმობ და რა მოცულობის ამოცანას მისცემ მათ. წინა ვარიანტთან შედარებით, ამჯერად ვადებიც უფრო გაწელილია და რამდენიმე კვირას მოიცავს. თუმცა, არ დაგავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ხარისხისა და ინდივიდუალობის ხარჯზე ხდება.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
საერთო ჯამში, კონკურსის გამოცხადების მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ წინასწარ არ გჭირდება ერთი კონკრეტული დიზაინერის შერჩევა. თუ გარშემო არავინ გყავს, ვისაც შენი სტარტაპის ლოგოს დიზაინს ანდობდი, კონკურსის გამოცხადება პირველი ნაბიჯის გადადგმას გაგიმარტივებს. ასევე, ეს ვარიანტი ბევრად იაფი შეიძლება დაგიჯდეს, ვიდრე დიზაინერის აყვანა.
უარყოფით მხარეებს რაც შეეხება, უნდა გაითვალისწინო, რომ დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართვა მოგიწევს. არის იმის რისკიც, რომ უკუკავშირში ჩაიკარგო და იმაზე მეტი დრო დაკარგო, ვიდრე ისურვებდი. ასევე, თუ შენი სტარტაპი საქართველოს ბაზარზეა მორგებული და შესაბამისი კულტურული ნიშნის შეტანა გინდა ლოგოშიც, უცხოელი დიზაინერები დიდად ვერ გამოგადგება.
3. დიზაინერის დაქირავება
ბოლო ვარიანტი დღითი-დღე უფრო გავრცელებული ხდება. ისეთი ფრილენს პლატფორმების მეშვეობით, როგორებიცაა upwork-ი, freelancer-ი და (ჩვენს შემთხვევაში) dribbbble-ი, ინდივიდუალურ პროექტებზე მომუშავე დიზაინერების პოვნა უფრო და უფრო მარტივი ხდება. რატომ სჯობს ეს ვარიანტი სააგენტოსთან თანამშრომლობას? პირველ რიგში, დიდი განსხვავებაა ფასს შორის. დიზაინერი, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს შენს პროექტზე, ანაზღაურებას არავისთან იყოფს და, შესაბამისად, უფრო ნაკლებსაც ითხოვს. მეორეს მხრივ, ამ დროს ის კონკრეტულად შენს პროექტზე მუშაობს და მთლიანი პროცესი დროშიც ნაკლებად იწელება.
კონკურსის გამოცხადებისას პირველი ნაბიჯი ბრიფის შედგენაა. დიზაინერის დაქირავებისას, პროცესს დასაწყისში ერთი ნაბიჯი ემატება: დიზაინერის შერჩევა. ამისათვის გადადი ზემოთ ხსენებულ პლატფორმებზე, გაეცანი იქ თავმოყრილ დიზაინერებსა და მათ ნამუშევრებს და შეარჩიე ის, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება შენს გემოვნებას. კარგი იქნება, თუ გამოცდილებასაც გაიტვალისწინებ. დიზაინერს, რომელსაც უმუშავია შენი სტარტაპის მსგავს პროექტზე, მეტი ინფორმაციაც ექნება და უფრო მარტივად შეძლებს შენი მიზნებისთვის ალღოს აღებას.
მომდევნო საფეხურები დიდად არ განსხვავდება კონკურსისგან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ბრიფის მომზადება აუცილებელი არაა, შეგიძლია ერთი ონლაინ შეხვედრით გააგებინო ყველაფერი, რაც მას ლოგოზე სამუშაოდ დასჭირდება. თუმცა, რჩევა იქნება, წერილობითი დოკუმენტი მაინც მოამზადო და იქვე დაურთო შენთვის მიმზიდველი ლოგოების, ფერთა პალიტრისა თუ ილუსტრაციების სურათებიც. ნამდვილი სამუშაო კი ლოგოს დიზაინის პირველი ვერსიის მიღებისას იწყება. ეცადე, უკუკავშირების ზღვაში არ ჩაიკარგო და არც შენ დაკარგო სასურველზე მეტი დრო, არც დიზაინერს დააკარგვინო.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
დიზაინერის დაქირავების მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ შენ თავად ირჩევ წინასწარ, ვისთან იმუშავებ. შესაბამისად, მოლოდინებიც უფრო რეალისტური იქნება და, ვინ იცის, თუ ნაცნობებში იპოვე მსურველი, სამუშაო პროცესიც ბევრად მარტივად წარიმართება.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, პირველ რიგში, ბიუჯეტი უნდა ვახსენოთ. დიზაინერის დაქირავება ბევრად მეტ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ვიდრე წინა ორი ვარიანტი. ფასთან ერთად, იზრდება ლოგოს შექმნის დროც. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თავად ირჩევ, ვინ იმუშავებს შენს პროექტზე, საბოლოო პროდუქტზეც მეტი კონტროლი გაქვს და როცა ამისათვის საჭირო დრო და ფინანსები გაგაჩნია, შედეგიც, რა თქმა უნდა, შესაბამისია.
შეჯამება
სამივე ვარიანტს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღო, თუ რამდენი დროისა და ენერგიის ინვესტიცია გიღირს შენი სტარტაპის ლოგოს დიზაინში. თუ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ხარ, პროდუქტსა და ბაზარს შორის თავსებადობისთვისაც არ მიგიგნია და ფინანსები სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის გჭირდება, მაშინ ლოგოს შემქმნელით სარგებლობა უპირობო ლიდერია. მაგრამ, თუ მომხმარებლები უკვე მრავლად გყავს და გინდა, უკეთ წარადგინო თავი მათ წინაშე, მაშინ თავისუფლად შეიძლია კონკურსსა და დიზაინერს შორის არჩევანი გააკეთო.
___
მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.
გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.
3 მარტივი და იაფიანი გზა სტარტაპისთვის ლოგოს შესაქმნელად
26 ოქტომბერი 2021ორი მეგობარი მყავს. ერთი ბრენდ დიზაინერია, მეორე, უბრალოდ, ხატავს. მათ გარშემო ვისაც კი რაიმე წამოუწყია – ახლობელს თუ წინა ცხოვრებაში გაცნობილს – ყველა რატომღაც ერთი და იგივე სტრატეგიას მიმართავს:
“აუ, პატარა ბიზნესს ვიწყებ და უცებ ერთ ლოგოს ვერ დამიხატავ?”
სამწუხაროდ, კარგი ლოგოები “უცებ” არ იხატება და ეს სტატია იმ დიზაინერ მეგობრებს ეძღვნება, ვინც ამის ახსნით დაიღალა.
როგორც დამწყებ სტარტაპერს, ლოგოს დიზაინში დიდი ინვესტიციის გაკეთება არ უნდა გიღირდეს. აქ განხილული გზები ერთდროულად ბიუჯეტურიცაა და დროის დაზოგვაზე ორიენტირებულიც. ესენია:
1. ლოგოს შემქმნელი საიტით სარგებლობა;
2. კონკურსის გამოცხადება;
3. დიზაინერის დაქირავება.
სანამ ლოგოს შექმნაზე გადავალთ
თავიდანვე კარგად უნდა გააცნობიერო, რომ ლოგო შენი ბრენდის სახეა. მიმზიდველობა და ესთეტიურობა მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია, თუმცა არა – უმთავრესი. პირველ რიგში, ლოგო შენი სტარტაპის მთავარ სათქმელს უნდა გადმოსცემდეს და სწორ მომხმარებლებს უმიზნებდეს. ამისათვის კი, ჯერ შენი სტარტაპის ღირებულებები უნდა ჩამოაყალიბო. შემდეგ თავადვე შეარჩიო ის ელემენტები (იქნება ეს ფერი, ფორმა, თუ ტონი), რომელიც ამ ღირებულებებს მკაფიოდ გადმოსცემს. ამაში ჩვენი სტატია დაგეხმარება. გირჩევ, სანამ ლოგოს შექმნაზე გადახვალ, ჯერ იქ მოცემული სავარჯიშოები შეასრულო.
1. ლოგოს შემქმნელი საიტით სარგებლობა
ტექნოლოგიური პროგრესის საჩუქრებს ბოლო არ უჩანს და ლოგოს შემქმნელი საიტიც ერთ-ერთი მათგანია.
თუ უკვე დაახლოებით წარმოგიდგენია, როგორ უნდა გამოიყურებოდეს შენი ლოგო ვიზუალურად, შეგიძლია თამამად მიმართო ქვემოთ მოცემული პლატფორმებიდან ერთ-ერთს და ყოველგვარი მესამე პირის გარეშე, მინიმალური დროისა და ფინანსების წყალობით, სასურველი ლოგო შექმნა. არანაირი მეგობრის შეწუხებები!
ლოგოს შემქმნელი საიტები
logomakr.com
ამ პლატფორმის ინტერფეისი ძალიან გავს ილუსტრატორს. თუ ლოგოს შექმნისას სრულ თავისუფლებას ეძებ, logomakr-ი ამას აუცილებლად მოგცემს. ფასები ნულიდან 300$-მდე მერყეობს იმის მიხედვით, თუ რას ეძებ. დაბალი რეზოლუციის ლოგო შეგიძლია უფასოდაც გამოიწერო, თუმცა რჩევა იქნება, ბარემ ბოლომდე მიიყვანო დაწყებული საქმე და ამ ვარიანტს არ დასჯერდე.
logomaker.com
Logomaker-ი უფრო თანმიმდევრულ გამოცდილებას გვთავაზობს. ყველაფერი კომპანიის აღწერითა და სახელის მითითებით იწყება. შემდეგ კი თავს ამოყოფ შენს სტარტაპზე მორგებული ლოგოების ზღვაში, საიდანაც შეგიძლია სასურველი ამოარჩიო, დეტალები მოაკლო ან დაამატო, ფერი და ფონტი შეცვალო და ა.შ.
ეს ვარიანტი უფრო მიმზიდველი იქნება მათთვის, ვისაც ჯერ თავში ლოგოს არანაირი კონცეფცია არ უტრიალებს. გადასახადი 40$-დან იწყება, თუმცა აქვე შეგიძლია დაამატო ბიზნეს ბარათებისა და პლატფორმის დიზაინიც კი!
designhill.com
Designhill-იც ისევე მიყვება სამუშაო პროცესს, როგორც – logomaker-ი. მთავარი განსხავვება, რომელიც ერთი შეხედვითაც ჩანს, პლატფორმების ინტერფეისშია. ეს უკანასკნელი ბევრად დახვეწილად გამოიყურება, თუმცა არ ნიშნავს, რომ უკეთეს შედეგს მოგცემს. აჯობებს, თუ ორივეს გამოცდი და სადაც სასურველ დიზაინს მიაღწევ, საბოლოო ვარიანტსაც იმაზე შეაჩერებ.
რაც მთავარია, სამივე პლატფორმის შემთხვევაში ლოგოს დამუშავება უფასოა. ფულის გადახდა მხოლოდ შეძენისას გიწევს, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლია იმდენი ექსპერიმენტი ჩაატარო, რამდენიც მოგესურვება.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
აშკარაზე აშკარაა ლოგოს შემქმნელი საიტით სარგებლობის უპირატესობები: იაფიანი და სწრაფი საშუალება. თუმცა, წარმატებული შედეგის სამკუთხედს მესამე ხაზიც აქვს – ხარისხი.
ამ ვარიანტის ოპტიმალურობა იმის მიხედვით უნდა გადაწყვიტო, თუ რა სტადიაზეა შენი სტარტაპი და რამდენად კრეატიულ ბრენდინგზე გაქვს პრეტენზია. რა თქმა უნდა, ციფრული პლატფორმა ისეთ ვიზუალს ვერ მოგცემს, როგორსაც ტრენდებისთვის თვალყურის მადევარი და შენი სტარტაპის ღირებულებების გამზიარებელი დიზაინერი. სხვა სიტყვებით, ლოგოს შემქმნელის უპირატესობა მისი ფასი და სისწრაფეა, ნაკლოვანებაში კი კრეატივის სიმცირე შეგვიძლია მოვიაზროთ. ამასთან, ლოგოს გაშლა სჭირდება. სწორედ ეს დამატებითი საფეხურები ქმნის ბრენდს, რომელიც ვიზუალს სცდება და მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შენს მომხმარებლებთან ურთიერთობას.
ამ შედეგის მისაღწევად მომდევნო ორი ვარიანტი განვიხილოთ.
2. კონკურსის გამოცხადება
ქართულ ბაზარზე ეს მიდგომა არც თუ ისე გავრცელებულია, თუმცა საერთაშორისო პლატფორმები შესაძლებლობას გვაძლევენ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილისკენ მოვუხმოთ ჩვენთვის შესაფერის ადამიანებს კონკრეტულ პროექტზე სამუშაოდ. არც ლოგოს დიზაინია გამონაკლისი.
კონკურსის გამოცხადება შუალედური ვარიანტია ლოგოს შემქმნელ საიტსა და დიზაინერის აყვანას შორის. ამ დროს, ზოგავ დროსა და ფინანსებს, მაგრამ ამავდროულად რაღაც დოზით ინარჩუნებ ხარისხსაც. კონკურსის გამოცხადება მარტივი პროცესია. ამზადებ ე.წ. ბრიფს, სადაც დეტალურადაა გაწერილი შენი სტარტაპის საქმიანობა, მიზნები და ღირებულებები, სამიზნე აუდიტორია და მათთან კომუნიკაციის სასურველი ფორმა (სერიოზული გინდა გამოჩნდე, თუ მხიარული და ცანცარა?). აქვე ჩავამატებ, რომ ეს პროცესი შენი სტარტაპის ღირებულებების ჩამოყალიბებაშიც დაგეხმარება, რაც კიდევ ერთი ნიშანდობლივი უპირატესობაა ლოგოს შემქმნელთან შედარებით.
ბრიფი იგზავნება რამდენიმე დიზაინერთან და ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იწყებენ შენს ლოგოზე მუშაობას. პირველი სამუშაო ვერსიის ნახვის შემდეგ ირჩევ იმ დიზაინერს, რომელიც ყველაზე ახლოსაა შენთვის სასურველ ვარიანტთან, შემდეგ კი თავისუფლად შეგიძლია მისცე უკუკავშირი, შეაცვლევინო დეტალები და საბოლოოდ იმ ვარიანტზე შეაჩერო არჩევანი, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენს გემოვნებას.
ამისათვის იდეალური პლატფორმაა 99designs.com. ლოგოს შექმნის გარდა, ისინი სხვა მიმართულებებზე მუშაობენ, მაგრამ მოდი, ამ სტატიაში ლოგოს გავყვეთ. შეგიძლია შეუკვეთო როგორც მხოლოდ ლოგო, ისევე ბრენდის გზამკვლევი, ბიზნეს ბარათები, პლატფორმის დიზაინი და სხვა. ფასები აქ შედარებით მაღალია და 300$-დან იწყება. გააჩნია, რამდენ და რა დონის დიზაინერებს მოუხმობ და რა მოცულობის ამოცანას მისცემ მათ. წინა ვარიანტთან შედარებით, ამჯერად ვადებიც უფრო გაწელილია და რამდენიმე კვირას მოიცავს. თუმცა, არ დაგავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ხარისხისა და ინდივიდუალობის ხარჯზე ხდება.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
საერთო ჯამში, კონკურსის გამოცხადების მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ წინასწარ არ გჭირდება ერთი კონკრეტული დიზაინერის შერჩევა. თუ გარშემო არავინ გყავს, ვისაც შენი სტარტაპის ლოგოს დიზაინს ანდობდი, კონკურსის გამოცხადება პირველი ნაბიჯის გადადგმას გაგიმარტივებს. ასევე, ეს ვარიანტი ბევრად იაფი შეიძლება დაგიჯდეს, ვიდრე დიზაინერის აყვანა.
უარყოფით მხარეებს რაც შეეხება, უნდა გაითვალისწინო, რომ დიზაინის შემუშავების პროცესში ჩართვა მოგიწევს. არის იმის რისკიც, რომ უკუკავშირში ჩაიკარგო და იმაზე მეტი დრო დაკარგო, ვიდრე ისურვებდი. ასევე, თუ შენი სტარტაპი საქართველოს ბაზარზეა მორგებული და შესაბამისი კულტურული ნიშნის შეტანა გინდა ლოგოშიც, უცხოელი დიზაინერები დიდად ვერ გამოგადგება.
3. დიზაინერის დაქირავება
ბოლო ვარიანტი დღითი-დღე უფრო გავრცელებული ხდება. ისეთი ფრილენს პლატფორმების მეშვეობით, როგორებიცაა upwork-ი, freelancer-ი და (ჩვენს შემთხვევაში) dribbbble-ი, ინდივიდუალურ პროექტებზე მომუშავე დიზაინერების პოვნა უფრო და უფრო მარტივი ხდება. რატომ სჯობს ეს ვარიანტი სააგენტოსთან თანამშრომლობას? პირველ რიგში, დიდი განსხვავებაა ფასს შორის. დიზაინერი, რომელიც დამოუკიდებლად მუშაობს შენს პროექტზე, ანაზღაურებას არავისთან იყოფს და, შესაბამისად, უფრო ნაკლებსაც ითხოვს. მეორეს მხრივ, ამ დროს ის კონკრეტულად შენს პროექტზე მუშაობს და მთლიანი პროცესი დროშიც ნაკლებად იწელება.
კონკურსის გამოცხადებისას პირველი ნაბიჯი ბრიფის შედგენაა. დიზაინერის დაქირავებისას, პროცესს დასაწყისში ერთი ნაბიჯი ემატება: დიზაინერის შერჩევა. ამისათვის გადადი ზემოთ ხსენებულ პლატფორმებზე, გაეცანი იქ თავმოყრილ დიზაინერებსა და მათ ნამუშევრებს და შეარჩიე ის, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება შენს გემოვნებას. კარგი იქნება, თუ გამოცდილებასაც გაიტვალისწინებ. დიზაინერს, რომელსაც უმუშავია შენი სტარტაპის მსგავს პროექტზე, მეტი ინფორმაციაც ექნება და უფრო მარტივად შეძლებს შენი მიზნებისთვის ალღოს აღებას.
მომდევნო საფეხურები დიდად არ განსხვავდება კონკურსისგან. განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ ბრიფის მომზადება აუცილებელი არაა, შეგიძლია ერთი ონლაინ შეხვედრით გააგებინო ყველაფერი, რაც მას ლოგოზე სამუშაოდ დასჭირდება. თუმცა, რჩევა იქნება, წერილობითი დოკუმენტი მაინც მოამზადო და იქვე დაურთო შენთვის მიმზიდველი ლოგოების, ფერთა პალიტრისა თუ ილუსტრაციების სურათებიც. ნამდვილი სამუშაო კი ლოგოს დიზაინის პირველი ვერსიის მიღებისას იწყება. ეცადე, უკუკავშირების ზღვაში არ ჩაიკარგო და არც შენ დაკარგო სასურველზე მეტი დრო, არც დიზაინერს დააკარგვინო.
დადებითი და უარყოფითი მხარეები
დიზაინერის დაქირავების მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ შენ თავად ირჩევ წინასწარ, ვისთან იმუშავებ. შესაბამისად, მოლოდინებიც უფრო რეალისტური იქნება და, ვინ იცის, თუ ნაცნობებში იპოვე მსურველი, სამუშაო პროცესიც ბევრად მარტივად წარიმართება.
რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, პირველ რიგში, ბიუჯეტი უნდა ვახსენოთ. დიზაინერის დაქირავება ბევრად მეტ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, ვიდრე წინა ორი ვარიანტი. ფასთან ერთად, იზრდება ლოგოს შექმნის დროც. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თავად ირჩევ, ვინ იმუშავებს შენს პროექტზე, საბოლოო პროდუქტზეც მეტი კონტროლი გაქვს და როცა ამისათვის საჭირო დრო და ფინანსები გაგაჩნია, შედეგიც, რა თქმა უნდა, შესაბამისია.
შეჯამება
სამივე ვარიანტს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და გადაწყვეტილება იმის მიხედვით უნდა მიიღო, თუ რამდენი დროისა და ენერგიის ინვესტიცია გიღირს შენი სტარტაპის ლოგოს დიზაინში. თუ ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე ხარ, პროდუქტსა და ბაზარს შორის თავსებადობისთვისაც არ მიგიგნია და ფინანსები სხვა, უფრო მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის გჭირდება, მაშინ ლოგოს შემქმნელით სარგებლობა უპირობო ლიდერია. მაგრამ, თუ მომხმარებლები უკვე მრავლად გყავს და გინდა, უკეთ წარადგინო თავი მათ წინაშე, მაშინ თავისუფლად შეიძლია კონკურსსა და დიზაინერს შორის არჩევანი გააკეთო.
___
მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.
გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!