მსოფლიო თანხმდება, რომ ახალი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის კარგია, თუ ეს ყოველივე მყარად გააზრებული და ჩამოყალიბებულია. გარანტად სტატისტიკური მონაცემების მოხმარებას კი ოქროს ფასი აქვს. DevOps-ი ახალი სიტყვაა ბიზნეს სამყაროში და მისი პრაქტიკების სწორი ინტეგრირებით საოცარი შედეგების მიღწევა შეიძლება.
ამ სტატიაში გაგაცნობ DevOps-ის მორიგ ორ პრაქტიკას – მიკროსერვისებსა და ინფრასტრუქტურას, როგორც კოდს. სანამ კითხვას დაიწყებ, შეგიძლია გაეცნო წინა სტატიებს ზოგადად DevOps-ისა და უწყვეტი ინტეგრაციისა და განვითარების (CI/CD) პრაქტიკების შესახებ.
მიკროსერვისები
მიკროსერვისების არსის გადმოსაცემად მისი მონოლითურ არქიტექტურასთან შედარება საუკეთესო გამოსავალია. თუკი კონკრეტული ციფრული პროდუქტის შექმნისას მისი ყველა ტექნოლოგიური მონაცემი ერთ ჭერქვეშ ინახება, ამას მონოლითური არქიტექტურა ეწოდება. მიკროსერვისების შემთხვევაში, ეს ციფრული პროდუქტი ლოგიკურ ნაჭრებად იყოფა და თავსდება მათთვის განკუთვნილ მონაცემთა ბაზებში.
მაგალითად, საიტის სისტემაში შედის სარეგისტრაციო გვერდი, გადახდის გვერდი და კიდევ უმრავი რამ. მონოლითურ არქიტექტურაში ეს ყველაფერი გაერთიანებულია. ამ დროს დეველოპერს კოდში რაიმე ცვლილების შესატანად კომპანიის სხვადასხვა წევრთან უამრავი ბიუროკრატიული ეტაპის გავლა უწევს. თანაც, პატარა შეცდომამ შეიძლება დიდი პრობლემა გამოიწვიოს. ეს ყველაფერი აფერხებს სამუშაო პროცესს და იწვევს ქაოსს.
მიკროსერვისები მეტად მოწესრიგებული არქიტექტურის ტიპია, რომელიც შესაძლებელს ხდის ციფრული პროდუქტის დანაწევრებასა და სამუშაოს გადანაწილებას. დეველოპერებისთვის ეს მეტი დამოუკიდებლობის და სიმარტივის, ხოლო საოპერაციო გუნდისთვის – ნაკლები გაუგებრობისა და შეუთანხმებლობის გარანტია.
ერთი სიტყვით, მიკროსერვისებს დამატებითი პროდუქტიულობა მოაქვს DevOps-ის საერთო ხელსაწყოების ნაკრების მეშვეობით, რომელიც შეიძლება გამოიყენებოდეს როგორც განვითარებისთვის, ასევე საოპერაციო ქმედებებისთვის. ეს მიდგომა აადვილებს დეველოპერებისა (Devs) და საოპერაციო გუნდის (Ops) კოოპერაციას. მნიშვნელოვანია, რომ გუნდმა DevOps და მიკროსერვისები სწორად აღიქვას და უკეთესი სამუშაო ტექნიკის განვითარებაში გამოიყენოს.
როგორ მუშაობს მიკროსერვისები?
მიკროსერვისები დაყოფილია კოლექციებად, რომლებიც გაერთიანებულია დიდ მაკროსერვისებში. ამ მიდგომით შესაძლებელია ფუნქციების კოდის სწრაფი განახლება კონკრეტულ სერვისში ან აპლიკაციაში. მიკროსერვისი ცდილობს ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიცაა: მონაცემთა ძებნა, ვებ სერვისების ფუნქციური უზუსტობების დადგენა და სხვა.
მიკროსერვისებს ერთგვარი “თვითგანკურნების” ძალაც აქვს. დავუშვათ, რომ მიკროსერვისი ერთ კლასტერში შეიცავს სამ ქვეფუნქციას. თუ რომელიმე პრობლემა ამ ქვეფუნქციის გაუმართაობის გამო ვლინდება, ის Kubernetes ინსტრუმენტებით ავტომატურად მოგვარდება.
მიკროსერვისები დეცენტრალიზებულია და მუშაობს სხვადასხვა სერვერზე, მაგრამ ისინი საბოოლო პროდუქტის მისაღებად მაინც ერთიანდებიან. იდეალურ შემთხვევაში, თითოეული მიკროსერვისი ემსახურება ერთ ფუნქციას, რომელიც მარტივად მარშრუტირებად სერვისებს შორის API კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.
მიკროსერვისები თითქმის თავიდანვე იყო გადაჯაჭვული ღრუბლოვან არქიტექტურებთან, ამიტომ ისინი ერთმანეთისგან მრავალი თვალსაზრისით განსხვავდებიან. ვინაიდან მიკროსერვისები და კონტეინერები (მაგალითად Docker-ი) აბსტრაქტულია, მათი გაშვება შესაძლებელია ნებისმიერ თავსებადი ოპერაციულ სისტემაზე.
მიკროსერვისების უპირატესობები
ის, ვინც მიკროსერვისების დადებით მხარეებს დროულად აღმოაჩენს და მას ადეკვატურად დააინტეგრირებს, მიხვდება, რომ შედეგი ნამდვილად საუცხოოა. პროდუქტიულობის გასაოცარი ზრდის ტემპის გარდა, მასშტაბირებადი აპლიკაციების კონტროლი უფრო მარტივდება. DevOps სფეროში მიკროსერვისებს უამრავი სარგებელი მოაქვს.
უწყვეტი მიწოდება – მიკროსერვისების მეშვეობით შესაძლებელია იდეალური არქიტექტურის მიწოდება უწყვეტად. ამ დროს აპლიკაციები კონტეინერებადაა განლაგებული იმ გარემოში, რომელიც მისი ჩაშვებისთვის აუცილებელია. ამის გამო, თითოეული აპლიკაციის რედაქტირება შესაძლებელია თავის კონტეინერში სხვა აპლიკაციაში ჩარევის რისკის გარეშე.
ეს ნიშნავს შეფერხების არარსებობას მომხმარებლებისთვის, მაშინაც კი, როცა უკანა ფრონტზე მცირე პრობლემები იჩენენ თავს. მიკროსერვისის არქიტექტურით დაშვებული უსაფრთხო და სწრაფი ცვლილებები პროგრამული უზრუნველყოფის საკმარისად სწრაფი განახლების საშუალებას იძლევა.
ბაზართან სწრაფი ადაპტაცია – მიკროსერვისები ასევე ცვალებად საბაზრო პირობებთან გასამკლავებლადაც გამოიყენება. იმის გამო, რომ ეს აპლიკაციების სწრაფად განახლებისა და ტესტირების საშუალებას იძლევა, შესაძლებელია ბაზრის ტენდენციებთნ ტემპის შენარჩუნება და პროდუქტის სწრაფი განვითარება.
კომფორტი დეველოპერისთვის – როდესაც დეველოპერს კოდის გადაკითხვა ან გაცნობა სჭირდება, მონოლითური არქიტექტურა ინფორმაციის ერთ სივრცეში შენახვის სპეციფიკით საქმეს ართულებს. ეს პროცესი განსაკუთრებით ძნელია ახალბედა თანამშრომლებისთვის, რომლებსაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდებათ სიტუაციაში გასარკვევად. მიკროსერვისების შემთხვევაში კი, რადგან ყველაფერი დანაწევრებულია, დეველოპერისთვის საქმე მარტივდება.
ტექნოლოგიური თავისუფლება – რადგან ყველა დეტალი დანაწევრებულია, თითოეული მიკროსერვისის სხვადასხვა პროგრამირების ენაზე დაწერაა შესაძლებელი, რადგან ისინი ერთმანეთს API-ით უკავშირდებიან.
ხარჯების შემცირება – ბევრ ბიზნესს სჭირდება ინფრასტრუქტურული ხარჯების გაწევა, რაც გამოწვეულია მათი ამჟამინდელი არქიტექტურით. მონოლითურ არქიტექტურაში აპლიკაციაში ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანა შეიძლება ძვირი იყოს, რადგან მონოლითის ყველა ნაწილი ურთიერთქმედებს სხვა ნაწილებთან – ასე რომ, ერთ ადგილას ცვლილება გავლენას ახდენს სხვა ასპექტებზე. ეს ნიშნავს უფრო მეტ სამუშაოს დეველოპერებისთვის და საოპერაციო პირებისთვის. რაც უფრო მეტ განახლებას აქვს ადგილი, მით უფრო დიდი დრო და რესურსი უნდა დაიხარჯოს მომავალი ცვლილებების განსახორციელებლად.
ინფრასტრუქტურა, როგორც კოდი (IaC)
IaC-ის მეშვეობით ინფარსტრუქტურის მართვა და უზრუნველყოფა კოდით ხდება და არა – მექანიკური პროცესების დახმარებით. მისი გამოყენებით იქმნება კონფიგურაციის სპეციფიკური ფაილები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გარკვეულ ასპექტებს შეიცავს. ეს აადვილებს კონფიგურაციების რედაქტირებასა და განაწილებას.
ვერსიების კონტროლი IaC-ის მნიშვნელოვანი ნაწილია და მისი კონფიგურაციის ფაილები აუცილებლად უნდა იყოს წყაროს კონტროლის ქვეშ – ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროგრამული კოდის ფაილი.
ინფრასტრუქტურის კოდის სახით გამოყენება ასევე ნიშნავს, რომ შესაძლებელია ინფრასტრუქტურის მოდულურ კომპონენტებად დაყოფა, რომლებიც შემდეგ ავტომატიზაციის გზით შეიძლება გაერთიანდეს.
რატომ არის საჭირო IaC?
IaC არის DevOps პრაქტიკის დანერგვისა და უწყვეტი ინტეგრაციისა და უწყვეტი მიწოდების (CI/CD) მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ პრაქტიკით დეველოპერებს საგრძნობლად უმცირდებათ სამუშაო და შეუძლიათ ყურადღება იმ მნიშვნელოვან დეტალებზე გაამახვილონ, რაც ინფრასტრუქტურის მზადყოფნას დააჩქარებს.
CI/CD ეყრდნობა მუდმივ ავტომატიზაციას და უწყვეტ მონიტორინგს აპლიკაციის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, ინტეგრაციიდან და ტესტირებიდან მიწოდებამდე და განთავსებამდე.
იმისათვის, რომ გარემო იყოს ავტომატიზირებული, ის უნდა იყოს თანმიმდევრული. აპლიკაციების განლაგების ავტომატიზაცია არ მუშაობს, როდესაც დეველოპერული გუნდი ავრცელებს აპლიკაციებს ან აკონფიგურირებს გარემოს ერთი გზით და საოპერაციო გუნდები ავრცელებენ და აკონფიგურირებენ სხვა გზით.
დეველოპმენტისა და საოპერაციო გუნდების DevOps მიდგომებზე გადასვლით შეუსაბამობები და ნებისმიერი სხვა ძირითადი შეცდომები მარტივად დაძლევადია. IaC ორივე გუნდისთვის ქმნის მარტივ საკომუნიკაციო და საწარმოო გარემოს.
IaC ინფრასტრუქტურას შეუძლია გაიაროს იგივე CI/CD გზა, რასაც აპლიკაცია გადის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისას. ეს ყოველივე კი ინფრასტრუქტურის კოდზე ტესტირებისა და ვერსიის კონტროლის გამოყენებით ხდება.
როგორ მუშაობს IaC?
IaC ინსტრუმენტები შეიძლება განსხვავდებოდეს მათი მუშაობის სპეციფიკის მიხედვით, მაგრამ ის შეგვიძლია ორ ძირითად ნაწილად დავყოთ. ერთი ნაწილი იმპერატიულ მიდგომას მიჰყვება, მეორე კი – დეკლარაციულს. ამ კატეგორიებს პროგრამირების ენის პარადიგმებთან ნამდვილად აქვთ ბევრი საერთო.
იმპერატიული მიდგომა ძირითადად იძლევა ბრძანებებს. ის განსაზღვრავს ბრძანებების ან ინსტრუქციების თანმიმდევრობას, რათა ინფრასტრუქტურამ მიაღწიოს საბოლოო შედეგს.
მეორეს მხრივ, დეკლარაციული მიდგომა იძლევა სასურველ შედეგს. იმის ნაცვლად, რომ მკაფიოდ გამოიკვეთოს ნაბიჯების თანმიმდევრობა, რომელიც ინფრასტრუქტურას სჭირდება საბოლოო შედეგის მისაღწევად, დეკლარაციული მიდგომა აჩვენებს, თუ როგორ გამოიყურება საბოლოო შედეგი.
IaC -ის უპირატესობები
ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა ისტორიულად შრომატევადი და ძვირადღირებული ხელით მართვადი პროცესი იყო. ახლა მისი მენეჯმენტი მონაცემთა ცენტრებიდანაა შესაძლებელი.
ღრუბლოვანი გამოთვლებით გაიზარდა ინფრასტრუქტურის კომპონენტების რაოდენობა, ყოველდღიურად უფრო მეტი აპლიკაცი ეშვება წარმოებაში, ხოლო ინფრასტრუქტურა საჭიროებს ხშირ განახლებას, მასშტაბირებას ან წაშლას. IaC პრაქტიკის გარეშე, სულ უფრო რთული ხდება დღევანდელი ინფრასტრუქტურის მასშტაბების მართვა.
IaC-ს შეუძლია დაეხმაროს თქვენს ორგანიზაციას მართოს IT ინფრასტრუქტურის საჭიროებები, ასევე გააუმჯობესოს თანმიმდევრულობა და შეამციროს შეცდომები და ხელით კონფიგურაცია.
უპირატესობები:
-
ღირებულების შემცირება
-
განლაგების სიჩქარის გაზრდა
-
ნაკლები შეცდომები
-
ინფრასტრუქტურის თანმიმდევრულობის გაუმჯობესება
-
კონფიგურაციის დრიფტის აღმოფხვრა
სერვერის ავტომატიზაციისა და კონფიგურაციის მართვის ინსტრუმენტები ხშირად შეიძლება გამოყენებულ იქნას IaC-ის მისაღწევად. ამიტომ, რიგ შემთხვევებში, სპეციალურად IaC-ისთვის იწერება კონკრეტული გადაწყვეტილებები.
___
მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.
გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.
DevOps – რას მოიცავს და როგორ მუშაობს მიკროსერვისები და კოდი, როგორც ინფრასტრუქტურა?
25 იანვარი 2022მსოფლიო თანხმდება, რომ ახალი ნაბიჯების გადადგმა ყოველთვის კარგია, თუ ეს ყოველივე მყარად გააზრებული და ჩამოყალიბებულია. გარანტად სტატისტიკური მონაცემების მოხმარებას კი ოქროს ფასი აქვს. DevOps-ი ახალი სიტყვაა ბიზნეს სამყაროში და მისი პრაქტიკების სწორი ინტეგრირებით საოცარი შედეგების მიღწევა შეიძლება.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!