ლურჯი ვერსია

ევროპის ტოპ 10 სტარტაპ ჰაბის მიმოხილვა

05 ნოემბერი 2021

ყოველგვარი ვრცელი შესავლის გარეშე, ამ სტატიაში წარმოგიდგენ ევროპის ათ ქალაქს, სადაც დიდი იმედებით გელიან. კი ზუსტად, შენ, გამორჩეული სტარტაპ იდეითა და განსხვავებული ხედვებით მისულს გულითადად გიმასპინძლებენ.

startupheatmap-ი რომელიც დამფუძნებლებისა და ინვესტორების გამოკითხვით, აწარმოებს სტატისტიკებს სტარტაპ სამყაროს შესახებ, ამჯერად აქვეყნებს ევროპის ათი ქალაქის სიას, სადაც სტარტაპ ცხოვრება ჩქეფს. აქ ინვესტორები ყველაზე კეთილშობილები ხდებიან, ანტრეპრენერებს კი წარმატება გარანტირებული აქვთ.

ამ რეიტინგის შესაქმნელად კვლევები 2015 წლიდან მიმდინარეობს. მკვლევრები ინვესტორებს მარტივ შეკითხვას უსვამენ „ხვალ რომ კომპანიის შექმნას აპირებდე, ევროპის რომელ ქვეყანაში გააკეთებდი ამას?“ რესპონდენტებს 3 არჩევანი აქვთ. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ითვლება თითოეული ქალაქის „ნდობის მაჩვენებელი“, რაც განსაზღვრავს პოზიტიურ დამოკიდებულებას მის მიმართ.

ათეული ასეთია:


10. სტოკჰოლმი


ნდობის მაჩვენებელი: 92%


მთავარი ღირებულებები

აქ დიდად ფასობს ანტრეპრენერის ნიჭი და პოტენციალი. პრიორიტეტულია სამომხმარებლო და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები. სტარტაპის აქსელერაციის პროგრამები დამფუძნებლებს საკუთარი თავის გამოვლენასა და ინვესტორების მოზიდვაში ეხმარება.

ტენდენციურ მიმართულებებს შორისაა ელექტრონული კომერცია, ჯანდაცვა და ფინტექი. 2019 წელს, 1.50 მილიარდ ევროიანი ჯამური ინვესტიციით, სტოკჰოლმი ევროპაში ერთ-ერთ უდიდეს სტარტაპეკოსისტემად იქცა.


აქსელერატორები/სტარტაპები

სკანდინავიის რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო აქსელერატორია Sting-ი, რომელიც 2002 წელს დაარსდა და 1, 2 მილიარდი ევროს ინვესტიცია განახორციელა. ის სკანდივანიაში საუკეთესო აქსელერატორად ითვლება.

ადგილობრივი სტარტაპებიდან გამოირჩევა: Northvolt და Spotify. ამ უკანასკნელზე ბევრი გვისაუბრია. Northvolt-ი კი შვედური კომპანიაა, რომელიც ლითიუმ-იონურ ავტობატარეებს აწარმოებს. მას იმდენად ბევრი შეკვეთა აქვს, რომ 2030 წლამდე აქვს და საერთო ღირებულება $13 მილიარდზე მეტია.


9. ტალინი


ნდობის მაჩვენებელი: 93%


მთავარი ღირებულებები

ესტონეთის დედაქალაქის პოპულარობა წლიდან წლამდე იზრდება. სასარგებლო ეკოსისტემა, ბიზნესის კეთების სიმარტივე და ფულის ღირებულება – ეს ის ფაქტორებია, რაც ტალინს სტარატაპერებისა და ინვესტორების საყვარელ ქალაქად აქცევს. ამას ემატება, ესტონეთის ეკონომიკის სტაბილურობა და საზოგადოების გაციფრულებით მოპოვებული გლობალური რეპუტაცია.

ქალაქის სტარტაპ ინვესტიციები არც ისე დიდია. 2018 წელს ისტორიულ მაქსიმუმს, 190 მილიონ ევროზე მეტს, მიაღწია. 2019 წლის ინვესტიციებმა კი 80 მილიონი ევრო შეადგინა.


აქსელერატორები/სტარტაპები

ადგილობრივ აქსელერატორებს შორისაა Startup Wise Guys, რომელიც 2012 წელს 3-მა ადამიანმა დააარსა. დღეს მას 20 ადამიანისგან შემდგარი გუნდი მართავს და ამ დრომდე 145 სტარტაპს გაუწია დიდი სამსახური.

ტალინში დაფუძნებული სტარტაპებიდან გამორჩეულია: Bolt და Veriff. პირველმა მათგანმა დიდი ხანია ჩვენთანაც შემოაღწია. Veriff-ი კი კომპანიებს ეხმარება გადაამოწმონ, ვინ დგას კონკრეტული ID ბარათის მიღმა, რითაც ხელს უშლის თაღლითობასა და ზარალს.


8. მილანი


ნდობის მაჩვენებელი: 94%


მთავარი ღირებულებები

მოდისა და ინოვაციების ქალაქი იზრდება. 2019 წელს წლიურმა ინვესტიციამ 14 ათას მილიონ ევროს მიაღწია. სტარტაპერებისთვის პრიორიტეტულია ინდუსტრიული კავშირები და ფული.


აქსელერატორები/სტარტაპები:

საუკეთესო აქსელერატორებია: Digital Magics, BioUpper და Barcamper Garage. Digital Magics-ის მუშაობის ძირითადი მიმართულება ციფრული სექტორია.

გამორჩეული სტარტაპების სია კი ასეთია: Cortilia, Brumbrum, Deliveristo და Casavo. Cortilia ონლაინ სასურსათო მაღაზიაა და აცხადებს, რომ იტალიის „პირველი ონლაინ სასოფლო-სამეურნეო ბაზარია“.

მილანში დაფუძნებული Brumbum-ი, რომელიც მანქანებით ონლაინ ვაჭრობს, 23 მილიონი დოლარის საწარმოს კაპიტალს ფლობს.


7. მიუნხენი


ნდობის მაჩვენებელი: 95%


მთავარი ღირებულებები

გერმანიის ამ ქალაქმა ათეულში მტკიცედ დაიკავა ადგილი. მან ბოლო სამ წელიწადში მოახერხა და მე-9-დან მე-7 ადგილამდე დაწინაურდა. 2017 წლიდან ნელ-ნელა დაფინანსების ტენდენციამ იმატა და დღეს, 1.30 მილიარდ ევროს მიაღწია. ამით მიუნხენი პოზიციონირდა, როგორც უმსხვილესი ევროპული სტარტაპ ქალაქი.

კომპანიების დამფუძნებლები ქალაქს ძლიერი ინდუსტრიული კავშირების, საშუალოზე მაღალი დაფინანსებისა და ტექნიკური ნიჭის ხელმისაწვდომობის გამო აფასებენ. მიუნხენის უძლიერესი მიმართულებებია: High Tech & IoT, VR, SaaS & Enterprise Software, Health & BioTech, Big Data და eCommerce.


აქსელერატორები/სტარტაპები

წამყვანი ადგილობრივი აქსელერატორებია: TechFounders, Plug and Play - InsurTech და Media Lab Bayern. TechFounders-ის გუნდი დაკომპლექტებულია ენთუზიაზსი სტარტაპერებისა და ანტრეპრენერებისგან. 2021 წლის პირველ ნახევარში, ისინი დაეხმარნენ 100 სტარტაპს.

მიუნხენში დაიწყო ისეთი წარმატებული სტარტაპების ისტორია, როგორებიცაა: 2015 წელს დაარსებული თვითმფრინავების მწარმოებელი Celonis და დაბალბიუჯეტიანი ავტობუსების კომპანია, Flixbus, რომელიც 36 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.


6. ლისაბონი


ნდობის მაჩვენებელი: 96%

ლისაბონი პოზიციონირებს, როგორც ერთ-ერთი მზარდი სტარტაპჰაბი ევროპაში, თუმცა პოპულარობას კაპიტალის ნაკადი ჯერ კიდევ ვერ ეწევა. სავარაუდოდ, 3 წლის მონაცემებით, მხოლოდ 150 მილიონი ევროს წლიური ინვესტიციით შემოიფარგლება.


მთავარი ღირებულებები

ინფრასტრუქტურა, ხელოვნური ინტელექტი (AI), DATA – ეს პრიორიტეტული მიმართულებებია. განსაკუთრებით, ორიენტირებულნი არიან მეწარმე ქალების ხელშეწყობაზე.

სტარტაპის დამფუძნებლები აქ სასარგებლო ეკოსისტემასა და ქალაქში ფულის მაღალ ღირებულებას აფასებენ. ლისაბონი არის ვებ სამიტის (Web Summit), ერთ-ერთი უდიდესი გლობალური ტექნოლოგიური კონფერენციის, სამშობლო.


აქსელერატორები/სტარტაპები

აქსელერატორებია: Beta-i და BGI-Building Global Innovators-ი.

სტარტაპები: ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კომპანია Unbabel, რომელიც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრეებს სინქრონულად უთარგმნის ინფორმაციას ნებისმიერ ენაზე, და ონლაინ პრინტის კომპანია Bizay.


5. ამსტერდამი


ნდობის მაჩვენებელი: 97%


მთავარი ღირებულებები

თითქმის ნახევარი მილიარდი ევროს წლიური ინვესტიციით ჰოლანდიის ეს ქალაქი ერთ-ერთ უდიდეს სტარტაპეკოსისტემას ქმნის. საინტერესოა, რომ აქ სტარტაპის დამფუძნებელთა ნახევარზე მეტი ადგილობრივი არაა.

ანტრეპრენერები აქ ბიზნესად მარტივად კეთებისთვის, დაფინანსებისა და ინდუსტრიული კავშირების დასამყარებლად მიდიან.


აქსელერატორები/სტარტაპები

სტარტაპ აქსელერატორებია: Startupbootcamp, რომელიც 20-ზე მეტი მიმართულებით მუშაობს. მისი მთავარი ნიშა გლობალურობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მის პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერი ეროვნების ადამიანს შეუძლია.

ამსტერდამი არის ისეთი პერსპექტიული სტარტაპების სამშობლო, როგორიცაა: ბიზნეს კომუნიკაციის პლატფორმა MessageBird და ონლაინ სასურსათო აპლიკაცია Picnic.


4. პარიზი


ნდობის მაჩვენებელი: 97%


მთავარი ღირებულებები

გამოირჩევა ძლიერი პოზიციით ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: Consumer & Platforms, High Tech & IoT, SaaS & Enterprise Software, Health & BioTech და FinTech. დამწყები ანტრეპრენერებისთვის პარიზი დაფინანსებაზე წვდომის საუკეთესო გზაა. აქ სტარტაპერთა მხოლოდ 22%-ია უცხოელი.

საფრანგეთის დედაქალაქს, ევროპაში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საინვესტიციო რიცხვი აქვს. 2019 წელს, 2,90 მილიარდ ევროს შეადგენდა და სტაბილურად იზრდება.


აქსელერატორები/სტარტაპები

პარიზში დაფუძნებული სტარტაპ ცენტრი F მასპინძლობს ცნობილი აქსელერატორების პროგრამებს: HEC Incubator და La Maison des Startups LVMH.

წამყვანი აქსელერატორებია: ყველაზე დიდი და დახვეწილი სტარტაპცენტრი The Family, სადაც სტარტაპერებს 5%-იანი კაპიტალის უფასოდ მიღება შეუძლიათ.

პარიზში დაფუძნდა ისეთი სტარტაპი, როგორიცაა საქალაქთშორისო მანქანების სერვისი BlaBlaCar, რომელმაც რამდენიმე თვის წინ $115 მილიონიანი დაფინანსება მოიპოვა.


3. ბარსელონა


ნდობის მაჩვენებელი: 98%


მთავარი ღირებულებები

ფული, სასარგებლო ეკოსისტემა და ნიჭიერი პარტნიორების პოვნის შესაძლებლობა – ესაა მთავარი, რის გამოც დამფუძნებლებს ბარსელონა უყვართ. კატალონიის ამ ქალაქში სტარტაპერების ორი მესამედი უცხოელია.

საშუალოდ, 3 წლის განმავლობაში, წლიური ინვესტიცია 7 ათას მილიონ ევროს შეადგენს. 2018 წელს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 9 ათას მილიონ ევროს მიაღწია.


აქსელერატორები/სტარტაპები

სტარტაპ აქსელერატორია Wayra, რომელიც ანტრეპრენერებს მსოლფიოს ყველა კუთხეში ეხმარება. შენი სტარტაპ იდეის გაზიარება ნებისმიერ დროს შეგიძლია, ფომა იხილე აქ. ბარსელონაში დაიწყო შემდეგი წარმატებული სტარტაპების ისტორია, როგორიცაა Glovo.


2. ბერლინი


ნდობის მაჩვენებელი: 99%


მთავარი ღირებულებები

გასაკვირი არ არის, რომ გერმანიის დედაქალაქი საერთაშორისო ტექნოლოგიური კერაა. იზიდავს სტარტაპებს, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა: Consumer & Platforms, High Tech & IoT, SaaS & Enterprise Software და Health & BioTech. 2016 წელს მისი ნდობის მაჩვენებელი 100% იყო. 2019 წელს ბერლინმა 4 მილიარდი ევროს ინვესტიცია მოიზიდა.

სტარტაპ დამფუძნებლები ბერლინს სასარგებლო ეკოსისტემის, ფულის ღირებულებისა და დაფინანსებაზე წვდომის გამო აფასებენ.


აქსელერატორები/სტარტაპები

Techstars Berlin ყველაზე ინკლუზიური, მრავალფეროვანი და ყველაზე სწრაფად მზარდი აქსელერატორია.

ბერლინში დაარსებული სტარტაპებიდან აღსანიშნავია სადაზღვეო ტექნიკური სტარტაპი Wefox, რომელმაც $650 მილიონი გამოიმუშავა და მანქანებით ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა AUTO1 Group.


1. ლონდონი


ნდობის მაჩვენებელი: 100%


მთავარი ღირებულებები

ბრექსითის გაურკვეველი გავლენების მიუხედავად, ლონდონი სტარტაპების დამფუძნებლებისთვის კვლავაც მიმზიდველ ადგილად რჩება და ევროპის სტარტაპ ეკოსისტემის ცენტრალური საყრდენია.

მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებლები დაიღალნენ ლონდონში ბიზნესის კეთების დიდი ხარჯებით, ისინი კვლავ მიდიან იქ დაფინანსების წყაროს საძებნელად და ინდუსტრიული კავშირების გასამყარებლად.

როგორც ტექნოლოგიისა და ფინანსების გლობალური კერა, ლონდონი ოქროს მედალოსანია. 2019 წელს, ქალაქში 8,4 მილიარდი ევროს წლიური ინვესტიცია განხორციელდა, რაც მას ევროპაში უკონკურენტოდ აქცევს.


აქსელერატორები/სტარტაპები

„ტექნოლოგიების, დამფუძნებლების, ინოვატორებისა და ინვესტორების საერთაშორისო საზოგადოების სახლი, სტარტაპების საქმიანობის ეპიცენტრი“, – ასე აღწერს საკუთარ სივრცეს აქსელერატორი Techstars.

ლონდონში დაარსდა ფინანსური ტექნოლოგიების სტარტაპი Revolut, რომელიც კომპანიებს საბანკო მომსახურებას სთავაზობს. აქვე დაიწყო ფულის ონლაინ გადარიხვის სტარტაპის TransferWise-ის ისტორია, რომელიც უკვე საქართველოშიცაა.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

მარიამ ელიაშვილი

რეკომენდაციები

03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
27 აგვისტო

შეცდომებიდან სტარტაპ შედევრებამდე

“არსებობს სულელური გამოთქმა, რომ ნასაში შეცდომა მიღებული არაა. შეცდომა  ჩვენთან მიღებულია. თუ შეცდომებს არ უშვებ, მაშინ საკმარისად ინოვაციური არ ხარ.”