ლურჯი ვერსია

მეტავერსის იდეა და ამ მიმართულების მოწინავე სტარტაპები

18 მარტი 2022

ალბათ ერთხელ მაინც გიოცნებია ისეთ რეალობაზე, სადაც სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელი იქნებოდა სკოლაში ან სამსახურში წასვლა, მეგობრებთან გართობა, მოგზაურობა და უბრალოდ ცხოვრება. Meta რევოლუცური ინოვაციით გამოვიდა სამყაროში და გადაწყვიტა შეექმნა მუდმივი 3D ვირტუალური სივრცე. აქამდე ამგვარ ტექნოლოგიურ მიღწევებს მხოლოდ ფილმებსა და წიგნებში თუ შეხვდებოდი, დღეს კი ეს რეალობაა.

ამ სტატიაში გიამბობ მეტავერსის შესახებ და გაგაცნობ საინტერესო სტარტაპებს, რომლებიც ვირტუალურ სამყაროში აგრძელებენ განვითარებას.


რა არის მეტავერსი?

“მეტავერსი არ არის მაგია, ეს არის ახალი სამყარო, რომელიც პლანეტა დედამიწის უცხოპლანეტელებმა შექმნეს არსებული სამყაროს უსასრულო გამოცდილების გადმოსაცემად. – ანუჯ ჯასანი.

ერთი შეხედვით, მეტავერსი ვირტუალურ რეალობას გავს. ზოგისთვის ეს მომავლის სამყაროა, ზოგისთვის კი მარკ ცუკენბერგის დროებითი ახირება. სინამდვილეში, Metaverse ვირტუალური და გაფართოებული რეალობების მიქსია, რომელიც სხვა ციფრულ და ფიზიკურ ასპექტებს აერთიანებს სამგანზომილებიან სამყაროში.

მეტავერსის მთავარი კონცეფცია ხალხის ვირტუალურ სამყაროში გადმოყვანაა, სადაც ისინი შეძლებენ გაერთონ, ისაუბრონ, იმუშაონ ისე, როგორც რეალურ სამყაროში.

ამ ყოველივეს გარდა, შესაძლებელია ინდივიდუალური 3D ავატარის შექმნა, რომელიც იქნება ჩვენი ერთგვარი ციფრული ვერსია. მასზე მანიპულაციებს სურვილისამებრ განახორციელებთ. მაგალითად, დღეს ვირტუალურ სამსახურში დრედებითა და ცისფერი თვალებით მიხვალთ, ხვალ კი მოკლე ვარცხნილობითა და მწვანე თვალებით.


რატომ არის მეტავერსი მნიშვნელოვანი?

ამ ინოვაციური ციფრული სამყაროს ფუძემდებელმა – მარკ ცუკენბერგმა ერთ-ერთ კონფერენციაზე განაცხადა, რომ მეტავერსი იქნება ინტერნეტის შემდეგი საფეხური.

ყოველდღიურად, უფრო და უფრო მეტი კომპანია ემზადება მეტავერსში გადასასვლელად, მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსების ნაწილი ამ ქმედებას სარისკოდ თვლის. გარკვეული ლოგიკით, ეს რისკი გამართლებულია, რადგან უამრავი მოწინავე კომპანია ინტერნეტის მომავალს მეტავერსში ხედავს. ამ კომპანიებს შორისაა: NVIDIA, Roblox, Unity და სხვა.

ნელ-ნელა სამუშოები გაციფრულდება

Spatial უზრუნველყოფს Zoom-ის ვირტუალური რეალობის (VR) ალტერნატივას. ისინი განვითარების სერიოზულ საფეხურზე არიან და ამის გამო ფეისბუკი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეექმნათ ახალი პროდუქტი, სახელად Oculus for Business.

როდესაც კომპანიები ამართლებენ თანამშრომლების მოლოდინებს, VR-ი ამ დროს მნიშვნელოვანი მასტიმულირებელი იქნება. ის მუშაკებს ჰიბრიდულ სამუშაოზე გადასვლაში დაეხმარება და უზრუნველყოფს, რომ დისტანციური თანამშრომლები ისეთივე ხარისხით მუშაობდნენ, როგორც ოფისში მყოფნი.

ბოლო გამოკითხვაში, 5-დან თითქმის 2-მა რესპონდენტმა თქვა, რომ აღფრთოვანებულია სამუშაო ადგილიდან AR/VR-ზე დაფუძნებული სწავლის მოედლით. როგორც Zoom-ისგან ბევრი გადაღლილი ადამიანი იუწყება, მეტავერსი შეიძლება იყოს მომავლის მყარი ალტერნატივა.

პერსპექტიული საინვესტიციო სამყარო

მეტავერსს შეუძლია შექმნას ეკონომიკის ახალი მიმართულება და განავითაროს ის უფრო მაღალ დონეზე. კონტენტის შემქმნელებისთვისა და VR დეველოპერებისთვის ეს შემოსავლის მიღების ახალ და გაუმჯობესებულ შესაძლებლობას ნიშნავს.

კრიპტოვალუტაზე დაფუძნებული ეკონომიკა ციფრულ კონტენტს უფრო მეტად დაასტიმულირებს. ამას გარდა, ვენჩერულ კაპიტალისტებს სერიოზული ამბიციები აქვთ პესპექტიულ Metaverse სტარტაპებში ინვესტიციების დაბანდების თაობაზე. ამ სტარტაპებს შორის სავსებით შესაძლებელია, რომ ზოგიერთი იყოს მომავალი Amazon ან Facebook, რაც თავისთავად ბიზნესის კოსმოსურ ზრდა შეიძლება მოიტანოს.

მეტავერსის მნიშვნელოვან დონეზე ჩამოყალიბებისას შესაძლებელი გახდება სხვადასხვა ტიპის რეკლამებისა და ციფრული ღონისძიებების ჩატარება. ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ელექტრონული კომერცია. ექსპერტების შეფასებით ეს ყოველივე დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარის გამომუშავების შესაძლებლობას შექმნის უახლოეს მომავალში.

რაც მთავარია, მეტავერსში სამუშაო ადგილების შექმნის პოტენციალი არსებობს. Facebook-მა განაცხადა, რომ ევროპაში 10000 ახალი სამუშაო ადგილი იქმნება მეტავერსის ჩამოსაყალიბებლად.

Nike-მა უკვე დაიწყო ვირტუალური დიზაინერების დაქირავება საკუთარ “ Nikeland ”-ში და ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტემბერში 270 დასაქმებული ჰყავდა ამ მიმართულებით.


რას უნდა ველოდეთ მეტავერსისგან მომავალში?

მაშ, რას უნდა ველოდოთ მეტავერსისგან? იქნება თუ არა სწორი იმის თქმა, რომ მეტავერსი მთლიანად გარდაქმნის ჩვენს ცხოვრებას? ინტერნეტის დაარსებისას უამრავი პოზიტიური და ნეგატიური მოლოდინი ჩამოყალიბდა, თუმცა საბოლოოდ მან მაინც მოიცვა მთელი მსოფლიო. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ხვალ ერთმანეთს ვირტუალური რეალობის სათვალით ვეკონტაქტოთ.

Metaverse ჩამოყალიბდება სამყაროდ, რომელსაც არ ექნება საზღვრები და დროის შეზღუდვა. მისი სრულად გარეალურების შემდეგ ფიზიკური შრომა უკან დაიწევს, რადგან ბევრი რამის ციფრულად მოგვარება გახდება შესაძლებელი.

მრავალი ტექნოლოგიური პლატფორმა ნელ-ნელა აქცევს ყურადღებას Metaverse-ს და იწყებენ ინვესტიციებს. მთავარი მიზანი უკეთესი და უზრუნველყოფილი მომავალია. მათ ვისაც აქვს იმედი, რომ სამყარო ასე განვითარდება, ის ინვესტორების ლოგიკით სწორი მოაზროვნეა და დღევანდელ კვერცხს ხვალინდელი ქათამი ურჩევნია.

Zoom-მა ცოტა ხნის წინ მსოფლიოს ამცნობა, რომ ის მალე შევა Metaverse-ში და შექმნის ახალ შესაძლებლობას ავატარებისთვის, რათა დაუკავშირდნენ, გააზიარონ და იმუშაონ.

Roblox-მა უკვე შეიმუშავა პლატფორმა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან თავიანთი Metaverse, ითამაშონ თამაშები, იყიდონ, გაყიდონ და გამოიმუშაონ. Roblox არის ონლაინ სათამაშო პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს შექმნან ავატარები და ითამაშოთ ვირტუალურ 3D გარემოში. Metaverse-სთან ერთად მან წარმატებით გააფართოვა კონტროლი და შექმნა შესაძლებლობები ციფრულ სივრცეში.


Metaverse სტარტაპები

ყოველწლიურად ათასობით ახალი სტარტაპი ყალიბდება, რომლებსაც აქვთ ვირტუალური სამყაროს განვითარების სერიოზული პერსპექტივა და ამბიცია. ინვესტორებიც ამ ყოველივეს დადებითად აფასებენ, რაც მათ მოზიდულ ინვესტიციებში გამოიხატება. ყოველი მათგანი განსხვავებულ მიმართულებაზე მუშაობს და ვინ იცის, შეიძლება ისინი არიან ხვალინდელი დღის გიგანტი კომპანიები.


Varjo

ფინური სტარტაპი Varjo ავითარებს იმერსიულ რეალობის ყურსასმენებს ვირტუალური სივრცითი თანამშრომლობისთვის. Varjo XR-3 , სტარტაპის მთავარი ყურსასმენი, გთავაზობთ ფოტორეალისტურ ვიზუალიზაციას ფართო ხედვის ველში. იგი იყენებს LiDAR-ს, რათა აღქმის შესაძლებლობა გააღრმავოს და ააშენოს 3D სამყარო მაყურებლის გარშემო. თანამშრომლობისას, ეს დისტანციურ მონაწილეებს აგრძნობინებს, რომ ისინი ერთ სივრცეში არიან. სტარტაპის ყურსასმენები პოულობენ აპლიკაციებს ტრენინგში, სიმულაციაში, ინჟინერიასა და ჯანდაცვაში.

სტარტპი 2016 წელს დაარსდა და ამ დროისთვის 122 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს მოზიდული და დღევანდელი მდგომარეობით ერთ-ერთ მოწინავე სტარტაპად ითვლება.


ByondXR

ByondXR ქმნის ინტერაქტიულ 3D ვებსაიტებს წამყვანი გლობალური ბრენდებისთვის. XR ნიშნავს გაფართოებულ რეალობას, რაც ნიშნავს, რომ ვიზიტორებს შეუძლიათ ვირტუალური მაღაზიის გავლით, შეარჩიონ პროდუქტები თაროებიდან და მოირგონ ისინი საკუთარ სახლებში - ეს ყველაფერი ონლაინ უპრეცედენტო სიჩქარით. კომპანიის ტექნოლოგია მოიცავს გაყიდვების ლაივ ასისტენტებს და თამაშებსაც კი, რომლებიც აჯილდოვებს მოთამაშეებს ფასდაკლების კუპონებით, ნიმუშებით ან სხვა პრიზებით. სპეციფიკიდან გამომდინარე სტარტაპს მეტავერს ინტეგრირების სერიოზული პოტენცი აქვს, რათა გახდეს მომავლის საერთო ციფრული სავაჭრო მოლი.

„მოდასა და სახლის დეკორაციის ინდუსტრიაში, ვირტუალური შოურუმების საშუალებით გაყიდვები ნიშნავს მნიშვნელოვან დანაზოგს კომპანიებისთვის, რომლებსაც აღარ უწევთ თავიანთი საქონლის დამზადება და მიწოდება ფიზიკურ მაღაზიებში“ - ByondXR-ის დამფუძნებელი

ამერიკულ სტარტაპს ამ დროისთვის 7.5 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს მოზიდული.


Upland

Upland არის გლობალური ორგანიზაცია, რომელიც 2018 წელს სილიკონ ველის სერიულმა მეწარმეებმა დააარსეს.სტარტაპს ამ დროისთვის 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს მოზიდული. Upland-ის მიზანია შექმნას ერთგვარი NFT კარიბჭე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დააიმპორტონ სხვადასხვა NFT მეტავერსში. ამით შესაძლებელი გახდება ახალი ციფრული ქალაქებისა და მეგაპოლისების ძალიან მარტივად აშენება.

თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ, გაყიდოთ და ივაჭროთ რეალურ ვირტუალურ მისამართებზე. ააშენოთ თქვენი ოცნების სახლი, დაიწყოთ ვირტუალური ბიზნესი და გამოიმუშავოთ UPX მონეტები ან აშშ დოლარი თქვენი NFT-ის გაყიდვით თავისუფალ და ღია ბაზარზე.


Supersocial

Supersocial არის აშშ-ში დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც აშენებს განსაცვიფრებელ თამაშებს. იმის გამო, რომ სათამაშო საზოგადოებამ სწრაფად აითვა ძირითადი ტექნოლოგიები, როგორიცაა NFT და ვირტუალური რეალობა, მეტავერსი თამაშის გაუმჯობესებულ დონეს ქმნის. ეს მოიცავს თამაშებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უნიკალურ გამოცდილებას მეტავერსიის კოლექტიურ ვირტუალურ სივრცეში. Supersocial Labs , სტარტაპის საზოგადოება, საშუალებას აძლევს Roblox თამაშების დეველოპერებს შექმნან თამაშები მეტავერსისთვის.

სტარტაპი 2020 წელს შეიქმნა და უკვე 7.1 დოლარი ინვესტიციის მოზიდვა შეძლო. იმის გათვალისწინებით, რომ Supersocial დაახლოებით 2 წელია არსებობს, ეს მაჩვენებელი ნამდვილად კოსმიურია.

___

მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!

გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.

გიგი მეფარიშვილი

რეკომენდაციები

03 აგვისტო

სოციალური მედიის თანამედროვე გამოწვევები და ციფრული კონსტიტუციონალიზმი

ინტერვიუ ედოარდო კელესტესტან. რომელია ის პრინციპები და ფასეულობები, რომლითაც ჩვენი საზოგადოება იხელმძღვანელებს ციფრულ ხანაში
03 აგვისტო

მოუსვენრობა წარმატებისთვის: როგორ ცვლიან სამყაროს წამყვანი კომპანიები განვითარებული კომუნიკაციების წყალობით

​​​​​​​​​​​​​​მხოლოდ კომუნიკაციების სექტორის უნიკალურ შესაძლებლობებზე საუბრისას თუ გავაერთიანებდით ახალბედა ტიკტოკსა და ბებერ გუგლს, მუსიკალურ პლატფორმა სპოტიფაისა და საზიარო ტაქსების სერვის უბერს. 
10 აგვისტო

5G - ახალი შესაძლებლობების სამყარო

სიახლეები საზოგადოებას ხშირად აშინებს, აბნევს და ეჭვებს უჩენს, ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს ის ფაქტი, რომ ისეთი ინოვაციის დანერგვაში, როგორიც უსწრაფესი 5G ინტერნეტია, საზოგადოების ნაწილმა საფრთხე დაინახა და ამ შეგრძნებამ ისე მოიცვა, რომ კითხვის - „რა სარგებელს მოიტანს ეს უკანასკნელი?“ დასმაც არ ჩათვალა საჭიროდ და ბოლო თაობის ინტერნეტკავშირი უპირობო მტრად მიიღო.