წინა სტატიაში ჩვენ მიმოვიხილეთ ტექ-ინდუსტრიის 2 ტრენდული მიმართულება: აუგმენტური და ვირტუალური რეალობები და ნივთების ინტერნეტი - მათი ძირითადი ამოცანა, სტატისტიკური მონაცემები და საინტერესო სტარტაპები.
ამ ნაწილში გავეცნობით არანაკლებ აქტუალურ ინდუსტრიებს, კერძოდ კი ხელოვნურ ინტელექტს, კიბერუსაფრთხოებასა და ბიზნეს ეკოსისტემებს.
3. ხელოვნური ინტელექტი
ხელოვნურ ინტელექტს დღეს თითქმის ყველა ტექ-კომპანია მოიხმარს. ის იმ ტექნოლოგიებს მიეკუთვნება, რომლის გამოყენებადობასაც საზღვრები არ აქვს. მაშინ, როცა ტელეკომუნიკაციების ორგანიზაციების 31.6% არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას სჯერდება, 63.5% ინვესტიციას ხელოვნურ ინტელექტში დებს: ქსელის ოპტიმიზაცია, ხარვეზების წინასწარ აღმოჩენა და აღმოფხვრა, ვირტუალური ასისტენტები და სამუშაოს ავტომატიზაცია ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებსაც ხელოვნური ინტელექტი თავდაყირა აყენებს.

აღნიშნული ტექნოლოგიის გარშემო დიდია სპეკულაციები და უკვე ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ ხელოვნური ინტელექტი საერთოდ არაა ისეთი განვითარებული, როგორც დღეს ჰგონიათ. მიუხედავად ამისა, მისი შესაძლებლობები მაინც შთამბეჭდავია და ის ყოველდღიურად განიცდის გაუმჯობესებას:
Statista-ს მონაცემების თანახმად, ხელოვნური ინტელექტის ბაზრის მოცულობა 2018 წელს 10.1 მილიარდი დოლარი იყო, 2025 წელს კი, სავარაუდოა, რომ ის 126 მილიარდ დოლარს მიაღწევს. რაც შეეხება სტარტაპებს, CBINSIGHTS-ის მონაცემებით, 2013 წლიდან მოყოლებული 3.6 ათასზე მეტი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპია დაარსებული და ჯამში მათ 66 მილიარდი დოლარის დაფინანსება აქვთ აღებული.
საინტერესო სტარტაპები
-
მონაცემების ანალიზზე დაფუძნებული მარკეტინგული ენის კლაუდ სტარტაპი Persado კლიენტი კომპანიების მომხმარებელთა სალაპარაკო ენას შეისწავლის. “წარმოიდგინე, რომ შენი აუდიტორიის თითოეული წევრისთვის გყავს მონაცემთა მეცნიერი და კოპირაითერი.” - ვკითხულობთ კომპანიის აღწერაში.
-
კომპანია Wint-ი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შენობის წყლის მილების დაზიანებას დროულად პოულობს და კეტავს კიდეც შესაბამის ნაკადს. პლატფორმა შენობის მენეჯმენტის სისტემასთანაა ინტეგრირებული და კლაუდზე მუშაობს.
4. კიბერუსაფრთხოება
რაც უფრო მეტად ვითვისებთ ინტერნეტ სივრცეს და რაც უფრო უშუალო ხდება პლატფორმებს (თუ ნივთებს) შორის კავშირები, მით უფრო მეტი შეტევის წერტილიც ჩნდება ჩვენთვის ასე მნიშვნელოვან მონაცემებზე. დღევანდელი ტექნოლოგიების ერთ-ერთ მთავარ პრობლემას სწორედ უსაფრთხოება წარმოადგენს. დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად დაუცველი ხდება ინფორმაცია, ჰაკერებმა ნახევარი მილიარდი მონაცემი მოიპარეს 2018 წელს, რაც, წინა წელთან შედარებით, 126%-იანი ნახტომი იყო.
რა მოხდება, თუ ჩვენი მონაცემები თაღლითების ხელში აღმოჩნდება? რა მოხდება, თუ ჩვენი ჭკვიანი სახლის აპლიკაციას უცხო პირი დაეპატრონება? ასეთი კითხვები მით უფრო საშიშია, რაც უფრო ბუნდოვანია მათზე პასუხი.
კიბერუსაფრთხოების სისტემების განვითარება ნებისმიერი ტექნოლოგიური მიმართულების დახვეწის თანმდევი პროცესია. თუ სისტემა კარგად დაცული არაა, ის უფრო მეტ საფრთხეს შეიცავს, ვიდრე სარგებელს. სწორედ ამიტომ, ამ სექტორის ღირებულება მუდმივად იზრდება:
2017 წელს კიბერუსაფრთხოების საბაზრო ღირებულება 137.63 მილიარდ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2023 წლისთვის სავარაუდოა, რომ ეს მაჩვენებელი 248.6 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

საინტერესო სტარტაპები
-
კენტიკის (Kentik) ინოვაციური მიდგომა იმაში მდგომარეობს, რომ მას შეუძლია ქსელის ინტელექტუალური პლატფორმების (network intelligence platforms) შექმნისა და გამართვისას კიბერუსაფრთხოების სტრატეგიაში ხარვეზები აღმოაჩინოს. ეს კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს დროულად მიაქციონ ყურადღება სუსტ წერტილებს და მაქსიმალურად შეამცირონ კიბერშეტევის რისკები.
-
სტარტაპი, რომელიც ატომური გაშვების კოდების დასაცავად შეიქმნა, დღეს უკვე ფართოდ გამოიყენება კლაუდ, მობილურის და IoT ინდუსტრიებში. Secret Double Octopus აღარ საჭიროებს პაროლებს და ციფრულ გასაღებებს: საიდუმლო გაზიარებული ალგორითმების მეშვეობით ის ეფექტურად იცავს იმ კრიტიკულ ინფორმაციას, რომელიც შემომტევს სისტემის გასატეხად სჭირდება.
5. ბიზნეს ეკოსისტემა: კოოპერაცია კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად

ტექ-ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებებს შორის კავშირები უფრო და უფრო მჭიდრო ხდება და ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ უერთმანეთოდ მათი განვითარება თითქმის შეუძლებელია.
უკვე დიდი ხანია აღარ გვიკვირს ერთი შეხედვით კონკურენტული კომპანიების პარტნიორობები და მსხვილი მოთამაშეების მიერ წვრილ-წვრილი სტარტაპების შესყიდვები. ამას თავისი მიზეზი აქვს: დღევანდელი ტექნოლოგიური სისტემები თუ მოწყობილობები ბევრი (და საკმაოდ კომპლექსური) დეტალისგან შედგება. მაგალითად, აუგმენტურ და ვირტუალურ რეალობებს ხელოვნური ინტელექტი სჭირდება, კლაუდ სერვისის პროვაიდერებს - 5G ინტერნეტი, ნივთების ინტერნეტს კი, პრინციპში, ყველაფერი. მოწინავე კომპანიებმა კარგად იციან, რომ ტექნოლოგიურ რევოლუციაში კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად კოოპერაციაა საჭირო.
Accenture-ის მიერ წარმოებული კვლევების თანახმად, მონაცემებისა და გამოცდილების გაზიარების წყალობით ბიზნეს ეკოსისტემას 100 ტრილიონ დოლარიანი ღირებულების შექმნა შეუძლია! კომუნიკაციების სექტორი განსაკუთრებით აქტიურადაა ამ პროცესში ჩართული: ინდუსტრიის ლიდერების 83% აღნიშნავს, რომ მათი განვითარების სტრატეგიაში ბიზნეს ეკოსისტემებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
თუ ამ კონცეფციით დაინტერესდი, ეს სტატია უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდის მის შესახებ და იმის გარკვევაშიც დაგეხმარება, უნდა გაითვალისწინო თუ არა ბიზნეს ეკოსისტემის როლი შენი სტარტაპის განვითრების სტრატეგიაში.
მომავლის სამყარო: 2020 წლის ტექ ტრენდები [ნაწილი II]
14 აგვისტო 2020წინა სტატიაში ჩვენ მიმოვიხილეთ ტექ-ინდუსტრიის 2 ტრენდული მიმართულება: აუგმენტური და ვირტუალური რეალობები და ნივთების ინტერნეტი - მათი ძირითადი ამოცანა, სტატისტიკური მონაცემები და საინტერესო სტარტაპები.