ვინმეს შენთვის 15 წლის წინ რომ ეკითხა, რა აპლიკაციები გენდომებოდა სმარტფონში რომ გქონდესო, რას უპასუხებდი?ალბათ დაბნეული სახით შეხედავდი და ისეთ მარტივ პლატფორმასაც ვერ მოიფიქრებდი, რომელიც დღეს უკვე მობეზრებული გაქვს.
კევინ უესტკოტი, დელოიტ LLP-ის წევრი და ამერიკის ტელეკომუნიკაციების, მედიისა და გართობის ვიცე-თავმჯდომარე, მიიჩნევს, რომ ახლა სწორედ ამ ეტაპის განმეორებაში ვცხოვრობთ, “მომდევნო რენესანსის პერიოდში”:
“როცა [5G ინტერნეტი და edge computing-ი] ამ საოცრად კრეატიული და ინოვაციური ადამიანების ხელში აღმოჩნდება, ისინი ისეთ რაღაცებს გამოიგონებენ, რაც დღეს ვერც კი წარმოგვიდგენია.” - ამბობს ის User Friendly-ს პოდკასტების სერიაში.
სანამ ამ ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელებას ველოდებით, “კრეატიული და ინოვაციური ადამიანები” უკვე ემზადებიან ტექნოლოგიური რევოლუციისთვის.
აუგმენტური და ვირტუალური რეალობები, ნივთების ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი, კიბერუსაფრთხოება და ბიზნეს ეკოსისტემები ის 5 ტრენდული მიმართულებაა, რომლებზეც ჩვენ ამ და მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ; გაგაცნობთ ამ ინდუსტრიების ძირითად ამოცანას, სტატისტიკურ მონაცემებსა და საინტერესო სტარტაპებს.
1. აუგმენტური და ვირტუალური რეალობები
ჩვენი ყოველდღიურობა მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში რადიკალურად შეიცვლება და ეს ცვლილება ყველაზე თვალსაჩინო, ალბათ, სწორედ აუგმენტური და ვირტუალური რეალობის ფართო ათვისებისას გახდება.
გართობა, უძრავი ქონება, ჯანდაცვა, განათლება, წარმოება… უესტკოტის სიტყვებს რომ დავუბრუნდეთ, წარმოდგენაც კი რთულია, რამდენად დაიხვეწება სამუშაო თუ სასწავლო პროცესები და როგორ დაჩქარდება ჩვენი ცხოვრების ტემპი აუგმენტური და ვირტუალური რეალობების წყალობით.
ამ მიმართულების სტარტაპების ღირებულებამ 2019 წელს 45 მილიარდ დოლარს მიაღწია. აქედან ინვესტორებმა უკვე დაიბრუნეს 8 მილიარდი დოლარი შერწყმისა და შთანთქმის ფაზიდან (M&A).
Venturebeat-ის სტატიის თანახმად, აუგმენტური და ვირტუალური რეალობის წარმატებული სტარტაპების ერთ-ერთი საერთო მახასიათებელი კრიტიკული პრობლემების მოგვარებაა. ზოგადად, წარმატებული ბიზნეს იდეა ორი მიზნიდან ერთ-ერთს ემსახურება: პრობლემის მოგვარებას ან დამატებითი კომფორტის შექმნას. ამ ინდუსტრიის წამყვანი სტარტაპები კი, სწორედ პირველ კატეგორიაში ვარდებიან.
საინტერესო სტარტაპები
-
აუგმენტური რეალობით ტექ-დათვალიერების მობილური აპლიკაცია Streem მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დაზიანებული ტექნიკა სპეციალისტს ვიდეო ზარის მეშვეობით აჩვენოს. სისტემა ტექნიკოსს პრობლემის წყაროს აღმოჩენაში ეხმარება და, ყოველთვის თუ არა, ხშირ შემთხვევებში მაინც, მისი ადგილზე გამოძახების საჭიროებას აქრობს. აპლიკაციამ პარტნიორ კომპანიებში 42%-ით შეამცირა გამოძახებებები ტექ-დათვალიერებითვის. წარმოიდგინე, რამდენი თანხა დაზოგეს ამ კომპანიებმა - ხარჯების თითქმის ნახევარი!
სპეციალური ლეპტოპები და ვირტუალური რეალობის სათვალეები სასწავლო დაწესებულებებისთვის, რომელთა წყალობითაც ბავშვებს ლამის ხელში უჭირავთ გული და ფილტვები ანატომიის გაკვეთილზე, მარსი და იუპიტერი კი - ასტრონომიის.
არანაკლებ საინტერესო სტარტაპია განათლებაზე ორიენტირებული აუგმენტური/ვირტუალური რეალობის კომპანია Zspace. ის სასწავლო დაწესებულებებს სპეციალური ლეპტოპებითა და ვირტუალური რეალობის სათვალეებით ამარაგებს, რომელთა წყალობითაც ბავშვებს ლამის ხელში უჭირავთ გული და ფილტვები ანატომიის გაკვეთილზე, მარსი და იუპიტერი კი - ასტრონომიის.
აზრების წაკითხვა აქამდე მხოლოდ სამეცნიერო ჟანრის ფილმებსა და წიგნებში თუ გვხდებოდა. დღეს ეს უკვე რეალობას წარმოადგენს: სტარტაპ Neurable-ის ჩაფხუტში ჩაშენებული მანქანური სწავლებისა და ელექტროენცეფალოგრაფიის წყალობით სისტემა წამებში აფიქსირებს, რის გაკეთებაზე ფიქრობს მომხმარებელი და იქვე ასრულებს კიდეც - ყოველგვარი სამართავი კონსოლის გარეშე.
თუ სტარტაპის წამოწყებას ამ მიმართულებით აპირებ, მაშინ ეს სტატია დაგეხმარება, მეტი გაიგო შენივე იდეაზე და შესაფერის ინდუსტრიასაც მოარგო იგი.
2. ნივთების ინტერნეტი
ჭკვიანი ტოსტერი, რომელიც პურის ნაჭერზე სასურველ ნახატსა თუ წარწერას მობილური აპლიკაციის მეშვეობით “ბეჭდავს”; ბოთლი, რომელიც ბზუის და ანათებს, წყლის დალევა რომ გაგახსენოს; ქამარი, რომელიც შენს ჯანმრთელობას ადევნებს თვალყურს - სახალისო და ცოტა უცნაური ჭკვიანი გაჯეტების სია არ მთავრდება და ისინი მომხმარებლების მხრიდანაც დიდი ინტერესით სარგებლობენ. თუმცა, ნივთების ინტერნეტის შესაძლებლობები აქ არ მთავრდება.

ნივთების ინტერნეტი, აუგმენტური და ვირტუალური რეალობების მსგავსად, ერთნაირად საინტერესოა როგორც რიგითი მომხმარებლისთვის, ისე კომპანიებისთვისაც. სხვადასხვა მოწყობილობების მონიტორინგი და მათი დისტანციურად მართვა საგრძნობლად ამცირებს ამ პროცესებზე დახარჯულ დროს და გაპარულ ხარვეზებსა თუ სამომავლო რისკებზე ინფორმაციას აქამდე არნახული სიზუსტით გვაწვდის.
ჯერ კიდევ 2017 წელს ნივთების ინტერნეტის ბაზრის მოცულობა 100 მილიარდი დოლარი იყო, 2025 წლისთვის კი მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი 1.6 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.
ამ ინდუსტრიის მიზანს, საბოლოოდ, ჭკვიანი ქალაქების შექმნა წარმოადგენს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საქმიანობის ყოველ საფეხურზე ნივთების ინტერნეტი მოგვემსახურება და ცხოვრებას წარმოუდგენლად გაგვიმარტივებს.
რა თქმა უნდა, რაც უფრო ვითარდება ნივთების ინტერნეტი, მით უფრო მეტი ეჭვი ჩნდება ამ ყოვლისმომცველი სისტემების უსაფრთხოების გარშემო. პრობლემა, ჯერჯერობით, გადაუჭრელი რჩება, თუმცა ამაზე უკვე ძალიან ბევრი სპეციალისტი მუშაობს.
საინტერესო სტარტაპები
-
Iguazio მონაცემთა მეცნიერებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემები პირდაპირ გამოიყენონ მანქანური სწავლების მოდელების შემუშავებისთვის. სისტემა გამოიყენება როგორც ინდუსტრიული ნივთების ინტერნეტისთვის, ისე ჭკვიანი მობილობისა და ტელეკომუნიკაციების სფეროებში. კომპანია უკვე თანამშრომლობს ისეთ ტექ-გიგანტებთან, როგორებიც NVIDIA, მაიკროსოფტი და გუგლი არიან.
-
მიკრო-საწრმოებზე ორიენტირებული სტარტაპი Bright Machines საწარმო პროცესების ავტომატიზაციაზე მუშაობს. ის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანიაა ამ ინდუსტრიაში: 2018 წლიდან სულ რაღაც ერთ წელში მან 400 ახალი თანამშრომელი გაიჩინა. სტარტაპი დაკომპლექტებულია ისეთი კომპანიების ყოფილი წარმომადგენლებისგან, როგორებიც აუტოდესკი, ამაზონი და Flextronics-ია.
მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ ხელოვნურ ინტელექტზე, კიბერუსაფრთხოებასა და ბიზნეს ეკოსისტემების საოცარ უპირატესობებზე. გამოწერე ჩვენი სტატიები და მიიღე შეტყობინება მეორე ნაწილის გამოქვეყნების შესახებ.
მომავლის სამყარო: 2020 წლის ტექ ტრენდები [ნაწილი I]
12 აგვისტო 2020ვინმეს შენთვის 15 წლის წინ რომ ეკითხა, რა აპლიკაციები გენდომებოდა სმარტფონში რომ გქონდესო, რას უპასუხებდი?ალბათ დაბნეული სახით შეხედავდი და ისეთ მარტივ პლატფორმასაც ვერ მოიფიქრებდი, რომელიც დღეს უკვე მობეზრებული გაქვს.