ყუთში დებ რაღაცას (Input) , მანქანა ასრულებს სხვადასხვა ოპერაციებს და გაძლევს შედეგს (Output). თუ სტარტაპზე ისე ვიფიქრებთ, როგორც ამ შავ ყუთზე, მაშინ მარტივად მივხვდებით, რა არის მისი მთავარი ელემენტები:
Input – თანამშრომლები;
მანქანა – ორგანიზაციული სტრუქტურა;
Output – შედეგები.
წინა სტატიაში უკვე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როდისაა სწორი დრო გუნდის ახალი წევრების აყვანისთვის და როგორ უნდა შევარჩიოთ და დავატრენინგოთ ისინი. აქ მანქანის, იგივე ორგანიზაციული წყობის გამართვას განვიხილავთ. სტარტაპის ყოველ ახალ სტადიას განსხვავებული მიდგომა და ბევრი შიდა ცვლილება სჭირდება. ამის გარეშე, შემდეგ ეტაპზე – სტაბილური კომპანიის შექმნაზე – გადასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
ნაადრევი მასშტაბირება სტარტაპების უძინარი მტერია
სტარტაპებს იმაზე 2-3-ჯერ მეტი დრო სჭირდებათ პროდუქტის ვალიდაციისთვის, ვიდრე ელიან.
ალბათ ამის გამოა, რომ სწრაფად მასშტაბირებადი ინტერნეტ სტარტაპების 74% ნაადრევი გაფართოვების გამო იღუპება. ამ თემაზე დეტალურ სტატისტიკას Startup Genome Project-ი გვთავაზობს.
მართალია, სწრაფი ტემპი სტარტაპინდუსტრიაში გადარჩენისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სისწრაფის ეტაპობრივი აკრეფვა დაუფიქრებელ სიჩქარეში არ უნდა აგვერიოს. საზღვაო ფლოტებს სჩვევიათ გამოთქმა:
“ნელი მოძრაობა თანაბარია. თანაბარი მოძრაობა სწრაფია.”
შენც იგივეს გირჩევ.
ოქროს წესია, რომ მასშტაბირებაზე ფიქრი მხოლოდ პროდუქტსა და ბაზარს შორის თავსებადობის პოვნის შემდეგ იწყება. თუ შენს პროდუქტს ჯერ კიდევ არ მიუღწევია ვალიდაციისთვის (ან არ იცი, მიაღწია თუ არა), მაშინ გირჩევ, ამ სტატიაზე გადახვიდე. აქ კი, მაშინ დაბრუნდი, როცა შენი მომხმარებლების რაოდენობის ზრდის ტრენდი ასე გამოიყურება:
შენი როლი მასშტაბირების ეტაპზე
როგორც ცხოვრებაში, ისე სტარტაპშიც, ახალ ეტაპზე გადასვლისას ყველაზე დიდი ცვლილება გონებაში ხდება – უნდა ისწავლო, როგორ გადახვიდე შემქმნელიდან მენეჯერის ამპლუაში. სხვა სიტყვებით, ახალ ფუნქციებზე ფიქრს ანაცვლებს სტარტაპის ორგანიზაციული სტრუქტურის გამართვაზე ფიქრი.
მაგალითად მოყვანილ შავ ყუთში, ეფექტური შედეგების მიღებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია თანამშრომლების ხარისხი და მანქანის გამართულობა. ამისათვის კი, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს უნდა მიაქციო ყურადღება.
1. გააღე შენი ოფისის კარები
პირდაპირი მნიშვნელობით კარების გაღებას არ ვგულისხმობ.
საუბარი ოპერაციების გამჭვირვალობაზე მაქვს. სტარტაპის ყველა წევრს კარგად უნდა ესმოდეს, როგორ მუშაობს კომპანია და რა წვლილი შეაქვს თითოეულ მათგანს საბოლოო მიზნის მიღწევაში. მოტივაციის ყველაზე ძლიერი წყარო ხომ სამი ფსიქოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა:
1. კომპეტენტურობა;
2. საკუთრების განცდა;
3. ღირებულების შეგრძნება.
გუნდის წევრების როლებისა და ამ როლების მნიშვნელობის ხაზგასმით ერთდროულად ორ კურდღელს იჭერ: თანამშრომლები საკუთარ პასუხისმგებლობად იღებენ თავაინთი სამუშაოს ხარისხის მეთვალყურეობას, ისინი აშკარად ხედავენ თავიანთ ღირებულებას კომპანიისთვის და ხედავენ კომპანიის ღირებულებასაც სამყაროსთვის. ეს ყველა წარმატებული სტარტაპის საწყისი კომპონენტია.
2. შეიმუშავე და ხშირად დაუბრუნდი კომპანიის ღირებულებებს
ისევ და ისევ ჩვენი ფუნდამენტური ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებები რომ გავითვალისწინოთ, ორგანიზაციული წყობის მთლიან სურათთან ერთად, შენს გუნდის წევრებს ისიც გარკვევით უნდა ესმოდეთ, რა ღირებულებებს ემყარება კომპანია. სხვა სიტყვებით, რასთან მიმართებაში უნდა შეამოწმონ, სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ თუ არა?
ეს ღირებულებები შეიძლება იყოს კლიენტების დაკმაყოფილება, შედეგებზე ორიენტირება, ან გამორჩეულობისკენ სწრაფვა. როგორ შაბლონურადაც არ უნდა ჟღერდეს, თავადაც გაგიკვირდება, რამდენად დაგეხმარება ამ ღირებულებების გადამოწმება კრიტიკული გადაწყვეტილების მიღებისას.
კომპანიის კულტურისა და მისი საყრდენი პრინციპების კედელზე ჩამოკიდება და შემდეგ მივიწყება არაფერში გამოგადგება. მნიშვნელოვანია მათი ყოველდღიური მუშაობისას გამეორება და საკუთარი თავისთვის კითხვის დასმა: “რამდენად ვითვალისწინებ კომპანიის მთავარ პოზიციას ამ პრობლემაზე მუშაობისას?”
შენი, როგორც სტარტაპის ავტორის, მოვალეობაა, გუნდის ყველა წევრს კარგად ესმოდეს ამ სავარჯიშოს მნიშვნელობა და ასრულებდეს კიდეც.
3. გაზარდე ავტომატიზაცია
ტანსაცმლის გადაყიდვის ქართული ონლაინ მაღაზია Phubber-ი უკვე საკმაოდ წარმატებული კომპანიაა. პლატფორმაზე 100 ათასზე მეტი მომხმარებელია დარეგისტრირებული და აქ განთავსებული 150 ათასზე მეტი პროდუქციის საერთო ღირებულება 8 მილიონ დოლარს სცდება. ერთ-ერთი პრეზენტაციისას, სტარტაპის თანადამფუძნებელმა, გიორგი ჩუგოშვილმა, ისაუბრა ავტომატიზაციის მნიშვნელობაზე კომპანიის გაფართოვების გეგმაში.
Phubber-ი ხელით ამოწმებს თითოეული მიღებული პროდუქტის ხარისხსა და გამყიდველების მიერ მითითებული მონაცემების სიზუსტეს. მალე სტარტაპი უკრაინაში აპირებს გასვლას და, აშკარაა, რომ შემოწმების ამ პროცესს ვეღარ გაუმკლავდებიან. სწორედ ამიტომ, MaxinAI-სთან ერთად მუშაობენ პროდუქტის შემოწმების AI სისტემაზე.
მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას მხოლოდ ახალი თანამშრომლების აყვანით ვერ გაუმკლავდები. Phubber-ის მაგალითზე კარგად ჩანს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყო ავტომატიზაციაზე ფიქრი.
4. გადადი თვითმომსახურებაზე
პროდუქტის უკანა მხარის ავტომატიზაციასთან ერთად, საჭიროა მომხმარებლების მომსახურების სერვისის უკეთ გამართვაც. მასშტაბირების ეტაპზე, რაც უფრო ნაკლებად იქნები ჩართული მომხმარებლის მიერ სერვისის მიღების პროცესში – მით უკეთესი. მათ გასაცნობად პროდუქტის ვალიდაციაზე მუშაობისას საკმარისი დრო გქონდა. ახლა შენი მიზანია მომრავლებულ კლიენტებს რაც შეიძლება სწრაფი და ხარისხიანი გამოცდილება შეუქმნა.
რაც იზომება, ის იმართება
სტარტაპის, როგორც შავი ყუთის, მესამე ელემენტი შედეგია. მისი მონიტორინგისა და მოლოდინებთან შედარების გარეშე, ვერაფრით გაიგებ, რამდენად გამართულია შენი სტარტაპ-მანქანა.
ყველა სტარტაპი განსხვავებულია გავრცელებისა და მომხმარებლების მოზიდვის კუთხით. შესაბამისად, განსხვავებულია მათთვის კრიტიკული საზომებიც. “წარმატებული სტარტაპის” ავტორის, ერიკ რისის, მიერ შემოთავაზებულ სამ ძირითად მოდელზე ამ სტატიაში უკვე ვისაუბრეთ. მოკლედ რომ გავიხსენოთ, ერიკი სტარტაპის ზრდის სამ მექანიზმს გამოარჩევს:
1. წებოვანი მექანიზმი, რომელსაც იყენებენ განმეორებადი პროდუქტისა თუ სერვისის მწარმოებელი კომპანიები. ამ შემთხვევაში შენი ძირითადი საზომი გადინების მაჩვენებელი უნდა იყოს;
2. ვირუსული გავრცელების მექანიზმი, რომელიც ყველაზე კარგად აჯდება მარტივად გავრცელებად პროდუქტებსა თუ სერვისებს. ამ შემთხვევაში შენი ძირითადი საზომი არსებულის მიერ ახალი კლიენტების მოყვანის მაჩვენებელი უნდა იყოს;
3. ფასიანი მექანიზმი, რომელიც გულისხმობს პროდუქტისა თუ სერვისის გაყიდვების რეკლამებზე დამოკიდებულებას. ამ შემთხვევაში შენი ძირითადი საზომი მარკეტინგულ ხარჯსა და მოგებას შორის განსხვავება უნდა იყოს;
შედეგების მონიტორინგისთვის თუმცა, ზოგადი საზომის განსაზღვრა არ კმარა. მონიტორინგი ნიშნავს პროგრესის შეფასების მუდმივი მოდელის შემუშავებას, რომელიც მაქსიმალურად ეფექტური, მარტივი და ავტომატური უნდა იყოს. დღეისათვის, ამისათვის ყველაზე ცნობილი მოდელი OKR, ანუ მიზნებისა და შედეგების მონიტორინგის სისტემაა.
სხვათა შორის, გუგლის წარმატებას სწორედ OKR სისტემამ ჩაუყარა საფუძველი. დიდი მიზნის მოსალოდნელ შედეგებად ჩაშლა, შემდეგ კი მათი თვეებსა და კვირებზე გადანაწილება შესაძლებლობას გაძლევს, რეალურ დროში ადევნო პროგრესს თვალი და იქვე აღმოფხვრა ყველანაირი ხარვეზი. უფრო დეტალურად OKR სისტემის შესახებ გაეცანი ამ სტატიას.
___
მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.
გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.
რა ხდება, როცა სტარტაპის გაფართოვების დრო მოდის?
03 აგვისტო 2021დამეთანხმები და, ყველა სტარტაპერს ერთი სული აქვს, როდის გადავა პროდუქტის ვალიდაციიდან სწრაფი მასშტაბირების სტადიაზე.
ამ სულმოუთქმელობის გამო, ბევრი კომპანია ზრდის ფაზას ვერ სცდება და მალევე ეცემა დავიწყებას. სტარტაპის მასშტაბირებას ისეთივე სიფრთხილით უნდა მოეკიდო, როგორც პროდუქტსა და ბაზარს შორის თავსებადობის პოვნას. თუმცა, ამჯერად შენი როლი კომპანიაში სრულიად სხვაა, ვიდრე მანამდე იყო.
წიგნი “High Output Management” ინტელის ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს, ანდი გრუვს ეკუთვნის. ის კომპანიას ქვემოთ მოცემულ შავ ყუთს ადარებს, რომელსაც ერთი შესასველი (Input) და ერთი გამოსასვლელი (Output) აქვს:

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!