მედიალაბი აფინანსებს მედიისა და კომუნიკაციების ან დაკავშირებულ სფეროებში მომუშავე სტარტაპებს.
მედიალაბში მუშაობენ როგორც რეზიდენტი, ისე აქსელერაციის პროგრამაში ჩართული სტარტაპები. დაფინანსება შეუძლიათ მოიპოვონ მხოლოდ რეზიდენტმა სტარტაპებმა.
დაფინანსების მოსაპოვებლად, პირველი ნაბიჯია მოხვდეთ ინკუბატორში და გახდეთ რეზიდენტი სტარტაპი, ამისთვის, დარეგისტრირდით ინკუბატორში. თუ პირველ ეტაპს წარმატებით გადალახავთ, გაივლით ინტერვიუს. მცირე გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ, შესაძლებელი იქნება დაფინანსების მოთხოვნა.
დაფინანსების ოდენობა და ტიპი თანხმდება ინდივიდუალურად ყველა სტარტაპთან.
ასევე შესაძლებელია, პირველ ეტაპზე, გაიაროთ ჩვენი აქსელერაციის პროგრამა. შემდეგ, სცადოთ რეზიდენტი სტარტაპის ადგილის მოპოვება.