ლურჯი ვერსია

იდეადრომი

ბოლო წლებში კომუნიკაციების სფერომ არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა – ინოვაციისთვის კი ამაზე უკეთეს პერიოდს ვერც ინატრებ. სწორედ ამიტომ მედიალაბი გთავაზობს ორდღიან „იდეადრომს“, სადაც ნებისმიერ ადამიანს − განურჩევლად პროფესიისა თუ ასაკისა − შეუძლია შეეჭიდოს გლობალურ პრობლემებს და მიიღოს სტარტაპერობის გამოცდილება.

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად თავი მოუყარე ორ-, სამ- ან ოთხწევრიან გუნდს, ერთად შეარჩიეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემა ქვემოთ ჩამოთვლილი თემებიდან და შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა. განაცხადები შეფასდება წამოჭრილი პრობლემის რელევანტურობის მიხედვით. „იდეადრომში“ მონაწილეობა უფასოა.

„იდეადრომის“ შერჩეულ მონაწილეებს ეძლევათ ორი დღე წამოჭრილი პრობლემების ინოვაციური გადაწყვეტის მოსაფიქრებლად. პროექტის ფარგლებში გუნდებს დაეხმარებიან მენტორები, რომლებიც მათ ინდივიდუალურად მოამზადებენ ფინალისთვის. ფინალური წარდგენა გულისხმობს ვიდეოპრეზენტაციის მომზადებას. ჟიური შეარჩევს სამ საუკეთესო გუნდს. საპრიზო ფონდი 10 000 ლარია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 8 დეკემბერი. ღონისძიება გაიმართება ონლაინრეჟიმში 11-13 დეკემბერს.



თემები:


1. კიბერუსაფრთხოება: ინფორმაციის დაცულობა ბიზნესებისა და მომხმარებლებისთვის.

ინტერნეტსივრცის ათვისება, მართალია სასარგებლო და აუცილებელია, არაერთ საფრთხესაც უკავშირდება. ქსელში გაზიარებული დოკუმენტებისა და გამართული საუბრების მატებასთან ერთად, იზრდება მათზე იერიშის მიტანის საშუალებებიც. ინფორმაციის დაცულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც ბიზნესებისთვის, ისე რიგითი მომხმარებლებისთვის.

2. კომუნიკაცია კლიენტებთან: ბრენდი, ურთიერთობა და მომსახურება.

კომპანიებთან კომუნიკაციამ ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლა. ადამიანი ეჩვევა და ითხოვს დაჩქარებულ მომსახურებას. ბრენდის იდენტობისა და ოპერაციული პროცესების სისწრაფის შესანარჩუნებლად აუცილებელია კლიენტებთან ურთიერთობის ახალი, უფრო ეფექტიანი სისტემების შექმნა.

3. დისტანციური მუშაობა: შიდა და გარე კომუნიკაცია.

დისტანციურ მუშაობაზე გადასვლასთან ერთად, ბევრ ცვლილებას განიცდის კომპანიის შიდა თუ გარე კომუნიკაციის ფორმები. ამ პროცესისთვის ყველა კომპანია თანაბრად არ არის მზად. თანაც, საჭიროა ახალი, უფრო დახვეწილი საკომუნიკაციო სისტემების შემუშავება, რათა დისტანციურად მუშაობისას შენარჩუნდეს ეფექტიანობა, დაცულობა და ხარისხი.

4. ყალბი ინფორმაციისგან თავდაცვა.

დღეს ნებისმიერს შეუძლია ისაუბროს მისთვის მნიშვნელოვან თემებზე და ბევრ მსმენელსაც მიაწვდინოს ხმა. თუმცა, ამგვარ თავისუფლებას თან ახლავს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რასაც ყველა არ ითვალისწინებს. ჩვენ ვცხოვრობთ ჭარბი ინფორმაციის ეპოქაში, სადაც, ტექნოლოგიის დახვეწასთან ერთად, სულ უფრო ძნელდება ყალბი სიახლეების გარჩევა ნამდვილისგან.


მონაწილეობის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია, 8 დეკემბრის 23:59 საათამდე

იდეადრომი - მედიალაბის გამოწვევა


რეკომენდაციები

10 ივნისი

იდეადრომი

სტარტაპიდეების კონკურსი, სადაც ნებისმიერ ადამიანს − განურჩევლად პროფესიისა თუ ასაკისა − შეუძლია შეეჭიდოს გლობალურ პრობლემებს და მიიღოს სტარტაპერობის გამოცდილება.
13 დეკემბერი

აქსელერაცია

მედიალაბი გთავაზობთ აქსელერაციის ინდივიდუალურ პროგრამას, კომუნიკაციების სფეროში მომუშავე სტარტაპებისთვის...
15 ნოემბერი

საერთო სამუშაო სივრცე

მედიალაბის საერთო სამუშაო სივრცე არის, უფასო სამუშაო სივრცე, სპეციალურად შექმნილი სტარტაპებისა და ფრილანსერებისთვის...