იმისათვის, რომ კომპანიაში DevOps-ი საფუძვლიანად გაიმართოს, მხოლოდ პროდუქტის შექმნა და ჩაშვება არ კმარა. მას შემდეგ, რაც კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფა განახლდება ან სახეს შეიცვლის, აუცილებელია ორგანიზაციამ აქტიური მონიტორინგი აწარმოოს მომხმარებლის დამოკიდებულებაზე და მიღებული ინფორმაცია სწორი ბიზნეს სტრატეგიის ჩამოყალიბებას მოახმაროს. ამგვარად, პროდუქტის მკაფიო განვითარების რეალური შესაძლებლობა შეიქმნება.
ამ სტატიაში გაგაცნობ DevOps-ის ბოლო ორ პრაქტიკას – მონიტორინგსა და ლოგინგს და კომუნიკაციასა და კოლაბორაციას. სანამ კითხვას დაიწყებ, შეგიძლია გაეცნო წინა სტატიებს ზოგადად DevOps-ზე, უწყვეტი ინტეგრაციისა და მიწოდების (CI/CD) პრაქტიკებზე და მიკროსერვისებსა და კოდზე, როგორც ინფრასტრუქტურაზე.
მონიტორინგი და ლოგინგი
მას შემდეგ, რაც კონკრეტული აპლიკაცია ჩაეშვება, ორგანიზაციის მიზანი შედეგების კონტროლი ხდება. ძალიან მნიშვნელოვანია მომხმარებლის ქცევის შესწავლა და გაანალიზება, რათა ნებისმიერი წარმოქმნილი პრობლემა მარტივად მოგვარდეს. ეს ყველაფერი აპლიკაციისა და ინფრასტრუქტურის მიერ გენერირებული მონაცემებისა და ლოგების (logs) აღრიცხვისა და გაანალიზების შედეგია. აქტიური მონიტორინგი უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, რადგან სერვისები მუდამ ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ეს კი შიდა ინფრასტრუქტურის განახლების სიხშირეზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს და კომპანიებს თავიანთი სერვისების უფრო პრაქტიკულად კონტროლში დაეხმარება.
როგორ ვაწარმოოთ მონიტორინგი და ლოგინგი
ლოგინგისა და მონიტორნგის სწორი წარმართვისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტია გასათვალისწინებელი.
ორივე მეთოდის ერთად მუშაობის ჩართვა
თუ თქვენი საბოლოო მიზანია მონაცემების ანალიზის უპირატესობების ოპტიმიზაცია, ხელი შეუწყეთ ამ პროცესს თქვენი სისტემის კონფიგურაციით, რათა მონაცემები პირდაპირ თქვენს მონიტორინგის ინსტრუმენტზე გაიგზავნოს. შეტყობინებების შენახვა დისკზე ან მათი გაგზავნა მხოლოდ ხელსაწყოზე, იწვევს არა მარტო უფრო მეტ დანახარჯს რესურსებზე, არამედ აბრკოლებს სამუშაო პროცესს.
ჩაწერეთ სწორი მონაცემები
მონაცემებმა ლაკონური ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს, მაგრამ თან სრული ამბავი უნდა გადმოსცეს. ეს ყველაფერი უნდა იყოს შერჩევითი, აღწერითი და სწორი კონტექსტში, რათა ხელი შეუწყოს პრობლემების ლოგიკურ აღმოფხვრას. სასარგებლო მონაცემები, როგორც წესი, მოიცავს ქმედითუნარიან ელემენტებს და ისეთ ინფორმაციას, როგორიცაა ანაბეჭდი, მომხმარებლის ID და რესურსების გამოყენების მეტრიკა. მოქმედი მონაცემების სრული სპექტრის შეგროვება აძლიერებს მონიტორინგის ხელსაწყოსგან მიღებულ ინფორმაციას.
გამოიყენეთ სტრუქტურირებული მონაცემები
მონაცემების გამარტივებული ძიების, ინდექსირებისა და შენახვის გაადვილებით, გასაგები უნდა იყოს, თუ რამდენად სტრუქტურირებულია ის. ამგვარი მონაცემები იძლევა უფრო სრულ ხედვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა და შეუძლია თუ არა, რომ მონიტორინგის ხელსაწყოს მიაწოდოს უნიკალური იდენტიფიკატორები, მაგალითად მომხმარებლის ID. ეს მიდგომა მოცემული პრობლემის აღმოფხვრასა და სამომავლო რისკების დაძლევაში უნიკალურია.
სრულად ისარგებლეთ ჟურნალის მონაცემებით
ლოგინგი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალო პრობლემების მოგვარება და გამართვა. ეს არის სისტემის ტენდენციების იდენტიფიცირება მის მოვლენებზე სტატისტიკური ანალიზის გამოყენებით. ლოგინგის მონაცემები შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას აპლიკაციებისა და ძირითადი ინფრასტრუქტურის, მათ შორის მთლიანი მონაცემთა ბაზის შესახებ. მოცემული ტიპის მონაცემებით მოწოდებული ინფორმაცია საშუალოების დასადგენად უნდა იქნეს გამოყენებული, რაც გააადვილებს ანომალიების საბოლოოდ იდენტიფიცირებას და მოვლენის ტიპების დაჯგუფებას ისე, რომ ზუსტი შედარების საშუალებას იძლეოდეს. ეს მიდგომა შეიძლება იყოს მომგებიანი ამ მონაცემების შეგროვების, დაგროვებისა და თქვენი საწარმოების საჭიროებების შესაბამისად.
რატომ არის საჭირო მონიტორინგი და ლოგინგი?
ლოგინგი და მონიტორინგი არის ორი განსხვავებული პროცესი, რომლებიც ერთად მუშაობენ მონაცემთა მთელი რიგის უზრუნველსაყოფად, რაც ინფრასტრუქტურის სიჯანსაღისა და სწორი მართვის კონტროლისთვისაა შექმნილი. ლოგინგი ერთგვარი უსაფრთხოების სიგნალიზაციაა, რომელიც პასუხსიმგებელია ყველა მოვლენის ჩანიშვნაზე, რომელიც გენერირებულია ციფრული პროდუქტიდან, მოწყობილობიდან ან ვებ სერვერებიდან. მონიტორინგი კი მოქმედებს, როგორც უსაფთრთხოების კამერა, რომელიც იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ თუ რა და როგორ მოხდა.
ამგვარად, პროდუქტის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად მომხმარებლის გამოცდილების შესწავლა, ანალიზი და შემდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი მოცემულობაა. ასე დეველოპერებიცა და საოპერაციო გუნდიც უფრო სწრაფ და პროდუქტიულ მუშაობას შეძლებენ.
კომუნიკაცია და კოლაბორაცია
ორგანიზაციაში კომუნიკაცია და კოლაბორაცია DevOps-ის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ასპექტია. მოცემული ინსტრუმენტების გამოყენება და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების პროცესის ავტომატიზაცია აყალიბებს მეტად განვითარებულ თანამშრომლობასა და პასუხისმგებლობების ლოგიკურ გადანაწილებას უწყობს ხელს. ამის საფუძველზე, გუნდებმა დააწესეს ძლიერი კულტურული ნორმები ინფორმაციის გაზიარების გასაადვილებლად. ეს ხელს უწყობს დეველოპერებსა და საოპერაციო გუნდებს შორის მარტივ კომუნიკაციას. ამგვარად, კომპანია მთავარ მიზანზე უფრო მარტივად ორიენტირდება.
რატომ არის საჭირო კომუნიკაცია და კოლაბორაცია?
მუშაობის მოცემული მიდგომა მოითხოვს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკას. ეს აძლევს ორგანიზაციებს შესაძლებლობას გადახედონ, თუ როგორ შეუძლიათ უზრუნველყონ თავიანთი გამოცდილება ოფისში ყოფნისას თანმიმდევრული კომუნიკაციის, თანამშრომლობის და ეფექტურობის შესახებ.
DevOps-ს არა მხოლოდ მოაქვს ძირითადი ცნებები და ინსტრუმენტები სისტემის განვითარების სასიცოცხლო ციკლისთვის ავტომატური სამუშაო ნაკადების შესაქმნელად (SDLC), ის ასევე იძლევა გუნდური თანამშრომლობის ინსტრუმენტების ინტეგრაციის საშუალებას ამ სამუშაო პროცესებში.
თანმიმდევრული თანამშრომლობა ტექნოლოგიებში, მაგალითად, ხმოვანი ან ვიდეო ზარები და შეტყობინებები თანამშრომლებს დისტანციურ მუშაობაში უწყობს ხელს. მიუხედავად ყველაფრისა, მოცემული მიდგომები საკმარისი არ არის.
ჩვენ უნდა გამოვყოთ საუკეთესო პრაქტიკები DevOps-ში კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის, რათა ეს ინოვაციები ეფექტურად გამოსაყენებელი გავხადოთ.
კომუნიკაცია და კოლაბორაციის ინტეგრაციის პრაქტიკები
დისტანციური მუშაობის სტრატეგიის შედგენისას, ორგანიზაციებმა, ისევე როგორც ტელემუშაკებმა, უნდა გაითვალისწინონ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის რამდენიმე საუკეთესო პრაქტიკა, რათა უზრუნველყონ ეფექტურობა და სიგლუვე DevOps-ში.
შექმენი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის არხები სწორად
უწყვეტი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბების ერთ-ერთი მიდგომა არის რეკომენდაცია, რომ პირისპირ შეხვედრები და გაცვლა მოხდეს ვირტუალური, ელექტრონული თანამშრომლობის სივრცეში.
მიუხედავად იმისა, რომ ელ.ფოსტა არის დამაჯერებელი მეთოდი ბიზნესის შიგნით კომუნიკაციისთვის, ის ცუდი თანამშრომლობის ინსტრუმენტია. ელ.ფოსტის მიდრეკილებისგან თავის დასაღწევად, ორგანიზაციებს შეუძლიათ გარკვეული დროით დააყოვნონ ელ.ფოსტის არხი, რათა უზრუნველყონ DevOps კომუნიკაციის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.
ორგანიზაციებს შეუძლიათ ასევე მოუწოდონ შეხვედრის მონაწილეებს, გამოიყენონ მობილური ვიდეო მოწყობილობები, ნაცვლად ვიდეოკონფერენციებისა, რომლებიც რეგულარულად საჭიროებენ სპეციალურ აღჭურვილობას. მობილური ვიდეო ინსტრუმენტები საშუალებას აძლევს ინდივიდებს დაესწრონ შეხვედრებს და არ გაუსვან ხაზი მათ ამჟამინდელ მდებარეობას.
იმის გამო, რომ კომუნიკაციისა და თანამშრომლობის მიმდინარე პროგრესი აადვილებს თანამშრომლობითი ქცევის თვალყურის დევნებას, წახალისება მაინც კარგი ტონია მოტივაციის მოსამატებლად.
გააზიარე ინფორმაცია სინქრონულად და ასინქრონულად
სინქრონული კომუნიკაცია არის ინფორმაციის უწყვეტი გაცვლა მინიმუმ ორ ადამიანს შორის, რაც ყოველდღიურად ხდება სამუშაო გარემოში. ასინქრონული კომუნიკაცია კი არის ინფორმაციის გაცვლა ადამიანებს შორის ყველა მიმღების მოთხოვნის გარეშე, რათა ეს ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი და პასუხის მიღებაც მომანტალურად შეიძლებოდეს..
DevOps კომუნიკაციის ეს ორი ტიპი ფუნდამენტურია, რადგან, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მომუშავეთა 66%-ზე მეტისთვის სამუშაო პროცესის ხშირი შეფერხება მათი პროდუქტიულობის ხარისხს აუარესებს.
ასინქრონული კომუნიკაცია ამცირებს ძვირადღირებული შეფერხებების რაოდენობას. ლიდერებმა გუნდებს უნდა მოუწოდონ, გამოიყენონ როგორც სინქრონული, ისე ასინქრონული პრაქტიკა. ამგავარად, კომუნიკაცია მეტად პრაქტიკული გახდება.
დააყენე მკაფიო დღის წესრიგი ვირტუალური შეხვედრებისთვის
შეხვედრის შეუფერხებლად წარმართვა ყველა ადამიანის პრიორიტეტია. ამისათვის საჭიროა დღის წესრიგირ, რომლითს სხვადასხვა წევრებთან შეხვედრამდე დაკავშირება აუცილებელი. დასაწყისში უნდა აღინიშნოს მკაფიოდ შეხვედრის მიზანი და სამუშაო სპეციფიკაციები მკაფიოდ ჩამოყალიბდეს.
ეს პრაქტიკა თანამშრობმელბს გამარტივებული ვიზუალური აღქმის უნარს აძლევს იმის შესახებ, თუ ვინ რას როგორ გააკეთებს. ამგავარდ კითხვები და ახალი იდეებიც უფრო მარტივად გენერირდება.
ეს მარტივი პრაქტიკა ეხმარება შეხვედრის წევრებს მიიღონ ვიზუალური განცდა იმის შესახებ, თუ ვინ შედის, რა იქნება განხილული და ჩამოაყალიბონ თავიანთი იდეები ან კითხვები.
დასასრულისკენ აუცილებელია ერთგარი დასკვნის გაკეთება თემის უკეთესად გათავისებისთვის.
___
მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.
გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ.
DevOps – მონიტორინგი, ლოგინგი, კომუნიკაცია და კოლაბორაცია
01 თებერვალი 2022იმისათვის, რომ კომპანიაში DevOps-ი საფუძვლიანად გაიმართოს, მხოლოდ პროდუქტის შექმნა და ჩაშვება არ კმარა. მას შემდეგ, რაც კონკრეტული პროგრამული უზრუნველყოფა განახლდება ან სახეს შეიცვლის, აუცილებელია ორგანიზაციამ აქტიური მონიტორინგი აწარმოოს მომხმარებლის დამოკიდებულებაზე და მიღებული ინფორმაცია სწორი ბიზნეს სტრატეგიის ჩამოყალიბებას მოახმაროს. ამგვარად, პროდუქტის მკაფიო განვითარების რეალური შესაძლებლობა შეიქმნება.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!