ჩვენი ერთ-ერთ პირველი სტატია სტარტაპიდეების გენერირებას ეთმობოდა. უფრო ზუსტად, ამ პროცესის არასტანდარტულობას. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხშირად ცუდი იდეები კარგად ჟღერს, კარგები კი, სიგიჟედ გვესახება. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ სტარტაპიდეა კი არ უნდა გამოიგონო, არამედ უნდა შეამჩნიო. და იმაზეც, რომ ამისათვის ცოტახნით მომავალში უნდა გადაცხოვრდე, შემდეგ კი, აწყმოში დაბრუნდე და შექმნა ის, რაც გვაკლია. მოკლედ, მთელ სტატიას არ გავიმეორებ, მაგრამ გირჩევ, მაინც გადაავლო თვალი.
ეს მიგნებები, ახსნები, ჩვენი არასწორი წარმოდგენების შესწორებები, ბევრს ზედმეტად ზოგადად მოეჩვენება. ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ზოგადია. თუმცა, გაგახარებ. ის ფაქტი, რომ იდეები უნდა შეამჩნიო და არა გამოიგონო, არ ნიშნავს, რომ ამ პროცესს გზამკვლევი რუკა არ გააჩნია. აქ სწორედ ამ გზამკვლევებზე ვისაუბრებთ. ანუ, მიგითითებთ იმ მიმართულებებზე, საიდანაც უნდა დაიწყო იდეების ძიება.
საიდან მოვიდა ეს ტექნიკები
სტარტაპის აქსელერატორ Y Combinator-სა (YC) და მის დამფუძნებელ პოლ გრემს ხშირად ვახსენებთ ხოლმე. სტარტაპიდეების გენერირების აქ მოცემული ტექნიკებიც იმ უამრავ წამოწყებაზე დაკვირვებით შედგინდა, რომლებმაც ეს მსოფლიო დონის აქსელერატორი გაიარეს.
ამ 7 ტექნიკის გაცნობის შემდეგ გამორიცხული არაა, რომ თავში რამდენიმე სტარტაპიდეა დაგიტრიალდეს. თუ უკვე გაგაჩნია, ხომ კიდევ უკეთესი. ამიტომ, სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ შეფასების სისტემასაც, რომელიც ერთ იდეაზე შეჯერებაში დაგეხმარება. მზად ხარ? მაშინ დავიწყოთ (მე შენს ადგილას პასტას და ფურცელს მოვიმარჯვებდი).
1. გამოიყენე პროფესიული გამოცდილება, როგორც შენი მთავარი უპირატესობა
როცა ერთ სფეროში წლებია მოღვაწეობ, საოცრად რთულია ვერ შენიშნო ის ხარვეზები, რომლებიც მუშაობაში ხელს გიშლის და რომელთა გაუმჯობესებაც ბევრ შენს კოლეგას მოუტანდა შვებას. თან, როცა შენივე პროფესიის მიმართულებით იწყებ სტარტაპს, გამოცდილებასთან ერთად კიდევ ერთ, საკმაოდ ძლიერ უპირატესობას იძენ – კონტაქტები. პოტენციურ მომხმარებელთა ბაზა ისევე ძალდაუტანებლად ჩნდება შენს ხელში, როგორც ფილოსოფიური ქვა გადმოვიდა სარკიდან ჰარის ჯიბეში ჰარი პოტერის სერიების პირველ ნაწილში.
ჩემი მეგობარი უკვე 7 წელია, რაც იურისტად მუშაობს. ეს დრო საკმარისი იყო იმის შესამჩნევად, რამდენად დიდ დროს ხარჯავდა საჭირო იურიდიული ქეისების მოძიებაში. მიზეზი: იურიდიული ქეისების საძიებო სისტემა საშინლად მუშაობდა. მისი სტარტაპიდეაც სწორედ აქედან დაიბადა და, სალაპარაკო ენის დამუშავების (NLP – მანქანური სწავლების ერთ-ერთი მიმართულება) სპეციალისტთან ერთად რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ პროტოტიპის ადრეული ვერსიაც შეიქმნა. პირადი გამოცდილების გამოყენებით, ეს პროტოტიპი ბევრად უკეთ ასრულებს კონკრეტულ ფუნქციას, ვიდრე არსებული საძიებო სისტემა. მათ ახლახან გადალახეს ჯიტას საგრანტო პროგრამის პირველი ეტაპი და ინტენსიურად მუშაობენ პროტოტიპის დასრულებაზე ფინალური პრეზენტაციისთვის.
2. რა გენდომებოდა, რომ ვინმეს შენთვის შეექმნა?
დაუწერელი კანონია, რომ პროდუქტი მომხმარებლისთვის იქმნება. თუ შენს ცხოვრებაში არსებობს პრობლემა, მაგრამ ამ პრობლემის მარტივად მოგვარების გზისთვის ვერ მიგიგნია, დიდი შანსია, სხვებსაც გააჩნდეთ იგივე დისკომფორტი. რა შეიძლება იყოს იდეის ვალიდაციისთვის იმაზე უკეთესი, ვიდრე მომხმარებლის აღმოჩენა? და თუ თავად ხარ ეს ადამიანი, მაშინ ხომ ყველაზე მკაფიოდ და ზუსტად იცი, რა სჭირდება შენს მომხმარებელს?
ასე შეიქმნა Dropbox-ი, როცა მის დამფუძნებელს მეხსიერების ბარათის წამოღება დაავიწყდა. ისიც ადგა და ისეთი პლატფორმა შექმნა, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი კომპიუტერიდან შევიდოდა თავის ფაილებში.
ასე შეიქმნა DoorDash-იც (რომელიც, სხვათა შორის, ყველაზე ძვირად შეფასებულ სტარტაპებს შორისაა). როცა მის დამფუძნებლებს ქალაქგარეთ დასვენებისას ტაილანდური საჭმელი მოუნდათ, აღმოჩნდა, რომ რესტორნიდან კერძების გამოძახების სერვისი, უბრალოდ, არ არსებობდა.
პირადად მე, დიდი სიამოვნებით ვისარგებლებდი Grammarly-ს ქართული ვერსიით. პლატფორმა, ფაქტობრივად, წერისას დაშვებულ ბეჭდურ და გრამატიკულ შეცდომებს ავტომატურად ასწორებს. არამგონია, ერთადერთი ჟურნალისტი ვიყო, ვისაც ასეთი შეცდომები ეპარება ხოლმე. ნებისმიერი გამომცემლობის სტატიებს რომ გადახედო, თავადაც დარწმუნდები ამაში.
3. რაზე იმუშავებდი მომდევნო 10 წელი, სულ რომ არაფერი გამოგსვლოდა?
კითხვის ბოლოს მიწერილი “სულ რომ არაფერი გამოგსვლოდა” მნიშვნელოვანი დეტალია. არც 10 წელი წერია შემთხვევით. ამ ორს თუ გააერთიანებ, შენი ჰობების სიიდან მხოლოდ ერთი-ორი შემოგრჩება.
როცა ამ კუთხით იწყებ სტარტაპიდეების ძიებას, თანმიმდევრულობა, ამტანობა და შემართება ის საკვანძო მახასიათებლებია, რომლებიც შენს წარმატებას განაპირობებს.
თუ პირველი ტექნიკით პროფესიული გამოცდილება და კონტაქტები, მეორე ტექნიკით კი, პირველი მომხმარებლის აღმოჩენა იყო შენი უპირატესობა, ამ შემთხვევაში მთავარი ენთუზიაზმია. შემართების, დისციპლინისა და ენთუზიაზმის ერთიანობა გამოცდილების აუცილებლობას აქრობს – ამას გზადაგზა შეიძენ.
Y Combinator-ის ერთ-ერთი წარმატებული სტარტაპი, Boom-ი, რომელიც ულტრახმოვან თვითმფრინავებს (supersonic planes) ქმნის, სწორედ ასე დაიწყო. დამფუძნებელს არც ავიაციაში ჰქონდა გამოცდილება, არც თვითმფრინავების მშენებელი იყო. ის უბრალოდ გიჟდებოდა ულტრახმოვან გადაადგილებაზე და მზად იყო, ნულიდან დაეწყო ყველაფერი (რამდენი დროც არ უნდა დასჭირვებოდა), რათა მიზნისთვის მიეღწია. ასეთი შემართება იშვიათია. თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ შედეგი – “სუპერსონიკულად” სასიამოვნო.
გაფრთხილება!
ხშირად, ის, რის მიმართაც საოცარი ენთუზიაზმი გაგვაჩნია, სტარტაპად არ გამოდგება. ამ მიდგომას ბევრი ნაპრალი აქვს და ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რომ სწორ მიმართულებას არ აცდე. ეს ბაზრის კვლევითა და იდეის ვალიდაციის საფეხურების გავლით შეგიძლია, რაც ისედაც ყველა სტარტაპს უწევს და რაზეც უკვე შემოგთავაზეთ მოკლე სტატია.
4. დააკვირდი, რა შეიცვალა მსოფლიოში და რა გახადა ამ ცვლილებამ შესაძლებელი
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ალბათ ეს ნომერ პირველი რჩევა უნდა ყოფილიყო ამ სიაში. ზოგადად, როცა სამყაროში რაღაც იცვლება, ეს პროგრესი ერთ კონკრეტულ სფეროში ხდება და შემდეგ იწყება მისი სხვა მიმართულებებით ათვისება.
მაგალითად, საბეჭდი მანქანის გამოგონებამ წიგნების ჭარბი რაოდენობით გამოშვებასა და ბევრი გამომცემლობის გახსნას ჩაუყარა საფუძველი. სმარტფონების შექმნამ აპლიკაციების ბუმი წამოიწყო. 2020 წელს მომხდარი ცვლილება კი, შეეხო მთელს მსოფლიოს და შეეხო ყველა ინდუსტრიას. ალბათ ხვდები, რომ კოვიდ-19-ის გავრცელებაზე მაქვს საუბარი.
სწორედ პანდემიის შედეგად შექმნილმა პირობებმა მოახვედრა მიტანის სერვისის პლატფორმები ყველაზე ძვირად შეფასებულ სტარტაპებში 2020 წლის ნოემბერს. ბევრად აქტუალური გახდა Zoom-ი და Google Meet-იც. ისევე, როგორც ონლაინ კურსები.
მაგრამ მოდი, პანდემიას შევეშვათ. სანამ კოვიდი გავრცელდებოდა, აღნიშნული სტრატეგია მანამდეც ეფექტიანად მუშაობდა და, ძირითადად, ახალ მეცნიერულ აღმოჩენებსა და ტექნოლოგიების განვითარებას ეყრდნობოდა. ან ცვლილებას იდეოლოგიებსა და სოციოლოგიურ წყობებში. მოკლედ, სამყარო მუდმივად იცვლება და იცვლება სხვადასხვა სფეროებში, სხვადასხვა მიმართულებებით. იპოვე უახლესი ცვლილება და დაფიქრდი, რა გახადა ამ ცვლილებამ შესაძლებელი, რაც მანამდე წამგებიანი ან საერთოდ შეუძლებელი იყო.
ეს ის ოთხი ძირითადი სტრატეგიაა, რომლებიც, YC-ის პარტნიორების თქმით, ყველაზე ეფექტიანად მუშაობს. ისინი კიდევ სამ მეთოდს გვიზიარებენ, რომლებთანაც მეტი სიფრთხილე და განსაკუთრებით სკეპტიკური ანალიზი გვჭირდება. მოკლედ ამ სტრატეგიების შესახებაც:
5. შეისწავლე ახლად წარმატებული კომპანიები და მოუძებნე ახალი კუთხე
ამაზონის მაღაზიას, Amazon Go-ს, ერთი ძალიან მაგარი ფუნქცია გააჩნდა. აქ ავტომატურად ხდებოდა მყიდველის მიერ აღებული პროდუქტების მონიტორინგი, რათა გამყიდველთან ყველაფრის დათვლა საჭირო აღარ გამხდარიყო. სტარტაპ Standard Cognition-ის დამფუძნებლები მალევე მიხვდნენ, რომ ასეთი სისტემა სხვა მაღაზიებსაც გამოადგებოდათ. კომპანია სწორედ ასეთი სისტემების შექმნასა და სხვადასხვა მაღაზიებისთვის მიყიდვაზე მუშაობს.
ეს მეთოდი, პრინციპში, ნებისმიერი სტარტაპიდეის ვალიდაციის ერთ-ერთი საფეხურიცაა. იმისათვის, რომ შენს პროდუქტზე მოთხოვნის არსებობაში დარწმუნდე, მსგავსი კომპანია უნდა იპოვო, რომელიც წარმატებით მუშაობს. თუმცა, ამ მიდგომის მთავარი საფრთხე ისაა, რომ ხშირად ერთი ინდუსტრიიდან მეორე ინდუსტრიაში ისეთი მოდელი გადააქვთ, რომელიც სრულებით გამოუსადეგარია ამ უკანასკნელისთვის.
6. გაესაუბრე სხვადასხვა სპეციალობის მეგობრებს და მათგან მიიღე იდეები
ეს მოდელი ძალიან გავს ჩვენს პირველ ტექნიკას. ოღონდ, თუ მანამდე შენს ინდუსტრიაში არსებულ ლაფსუსებს ეძებდი, ამჯერად, სხვებისგან მოგიწევს ამ ინფორმაციის მიღება. დამეთანხმები, ეს ბევრად აბსტრაქტული და რთული პროცესია, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ არ გამოგადგება. იქნებ ადამიანი, რომელსაც ასეთი კითხვით მიმართავ, შენი სტარტაპის თანადამფუძნებელიც აღმოჩნდეს. ფაქტობრივად, ერთი გასროლით ორ კურდღელს დაიჭერ.
ასევე გაეცანი: რატომ უნდა გყავდეს თანადამფუძნებელი აუცილებლად და როგორ ვიპოვოთ ის.
7. მოძებნე ინდუსტრია, რომელიც გაუმართავად მუშაობს და გამართე
ეს ბოლო მიდგომა, ფაქტობრივად, ყველა წინამორბედი სტრატეგიის განზოგადებული ვარიანტია. ასე შეიქმნა PayPal-ი, Stripe-ი და კიდევ ბევრი სხვა კომპანია, რომლებიც წინამორბედების გაუმჯობესებულ ვერსიას სთავაზობდა მომხმარებლებს.
ამ მიდგომისას გირჩევ, ისეთ ინდუსტრიაზე არ კონცენტრირდე, რომელიც ზედმეტად შორსაა შენი სპეციალობიდან და დიდად არც ენთუზიაზმი გაახლოვებს მასთან. დიდი შანსია, ფარხმალი იმაზე ადრე დაყარო, ვიდრე სტარტაპერს შეეფერება.
რამდენიმედან ერთ იდეამდე
იმედია, ჩემი რჩევა გაითვალისწინე და პასტაფურცელმომარჯვებული ჩაუყევი ამ სიას. მაშინ, წესით, რამდენიმე იდეა უნდა ჩამოგეწერა კიდეც. გასაკვირი არაა, რომ თავში ბევრი აზრი გიტრიალებს, ყველანი ასე ვართ. მთავარია ამ იდეების აუზიდან ის ამოარჩიო, რომელიც ყველაზე მეტად შეგეფერება შენ და შეეფერება დღევანდელ რეალობას. ესენია ის ძირითადი პუნქტები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციო:
1. პროფესიული გამოცდილება
რამდენად კარგად იცნობ იმ სფეროს, რომელში სტარტაპის წამოწყებასაც აპირებ?
2. პრობლემის სიხშირე და ინტენსივობა
რა არის პოტენციური მომხმარებლების საშუალო რაოდენობა?
3. საბაზრო ტენდენციები
როგორ გამოიყურება ბაზრის სტატისტიკური მონაცემები წლების განმავლობაში?
4. მონოპოლია
რამდენად ბევრი კონკურენტი გყავს?
5. პროდუქტის ხარისხი
რამდენად უკეთესი პროდუქტის შექმნა შეგიძლია არსებულთან შედარებით?
6. ხარჯები
რამდენად იაფი გიჯდება პროდუქტის შექმნა კონკურენტებთან შედარებით?
ყველა იდეისთვის შეაფასე ეს კრიტერიუმები ათ ბალიანი სისტემით, შემდეგ კი გამოთვალე საშუალო ქულა. ეს დაგეხმარება იმ იდეის შერჩევაში, რომელსაც უფრო სიღრმისეულად მიყვები. ამაში კი, ჩვენი გზამკვლევი დაგეხმარება სტარტაპიდეის უნიკალურობის ვალიდაციისთვის.
___
მედიალაბი აქსელერატორია, რომელიც ეხმარება სხვადასხვა ეტაპზე მყოფ სტარტაპებს, იდეიდან მდგრადი ბიზნესის შექმნამდე. ჩვენი მთავარი ფოკუსია ინოვაციური გადაწყვეტები მედიის, ტელეკომუნიკაციების, მეგა მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების, ხელოვნური ინტელექტის, გეიმინგის, ვირტუალური და დამატებითი რეალობისა და მათთან დაკავშირებული ინდუსტრიების მიმართულებით.
გამოიწერე ჩვენი Facebook გვერდი და არ გამოტოვო სიახლეები აქტუალური სტარტაპებისა და კომუნიკაციების ინდუსტრიის შესახებ
7 ხერხი შენზე გამოჭრილი სტარტაპიდეის შესამჩნევად
02 მარტი 2021ჩვენი ერთ-ერთ პირველი სტატია სტარტაპიდეების გენერირებას ეთმობოდა. უფრო ზუსტად, ამ პროცესის არასტანდარტულობას. ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხშირად ცუდი იდეები კარგად ჟღერს, კარგები კი, სიგიჟედ გვესახება. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ სტარტაპიდეა კი არ უნდა გამოიგონო, არამედ უნდა შეამჩნიო. და იმაზეც, რომ ამისათვის ცოტახნით მომავალში უნდა გადაცხოვრდე, შემდეგ კი, აწყმოში დაბრუნდე და შექმნა ის, რაც გვაკლია. მოკლედ, მთელ სტატიას არ გავიმეორებ, მაგრამ გირჩევ, მაინც გადაავლო თვალი.

გაქვს სტარტაპი ან სტარტაპიდეა? დარეგისტრირდი შენთვის შესაფერის პროგრამაში და შემოუერთდი მედიალაბის აქსელერატორს!